დუშეთის რაიონში შუახნის ასაკის ქალბატონს მგელი თავს დაესხა.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
როგორც განაცხადა, მგელმა სახლთან დაკბინა.
დუშეთის რაიონში მგლის მიერ დაკბენილ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებდა.
რა უნდა იცოდეთ კლინიკური შემთხვევის შესახებ?
პაციენტი სახის, კიდურისა და ზურგის არეში მძიმე, მრავლობითი დაზიანებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
მას რამდენიმე და მათ შორის პლასტიკური, რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტის გადმოცემით, მგელმა საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაკბინა, როცა ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა – საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდა და განსაკუთრებით სახეზე. ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი, ორივე ზემო კიდური დაზიანებული. სახის არეში მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა პლასტიკურ ქირურგთა გუნდმა იმდენად კარგად აღადგინა, რომ პაციენტს დამამახინჯებელი ნაწიბურები არ ექნება. ქირურგებმა კიდურის აღდგენაც შეძლეს და სათანადო მკურნალობის შედეგად ჭრილობების შეხორცების პროცესი კარგად მიმდინარეობს“.
როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, ექიმის შესაბამისი რეკომენდაციით, უკვე გაეწერა კლინიკიდან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას