გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

თანამედროვე ცხოვრების ყველაზე გავრცელებული სინდრომი

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებაა, ვინაიდან ამ პათოლოგიის დროს ორგანული დაზიანება ნაწლავებში საერთოდ არ აღინიშნება. მისთვის დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის დისკინეზია, ანუ მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, რომელიც 3 თვეზე მეტ ხანს გრძელება.

მისი მსგავსი კლინიკური სურათი შესაძლოა, ჰქონდეს ისეთ პათოლოგიებს როგორიცაა:

  • ქრონიკული კოლიტი;
  • სპასტიკური კოლიტი;
  • მსხვილი ნაწლავის ნევროზი;
  • ნაწლავების დისკინეზია.

იგი ყველაზე დიდი სიხშირით აღინიშნება 30-დან 40 წლამდე. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ სინდრომი ქალბატონებში 2-4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს

gagizianebuli-nawlavis-sindromi

მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, მათ შორისაა:

  • ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობა;
  • ფსიქო-ემოციური ზემოქმედება;
  • სტრესი;
  • ბალასტური ნივთიერების შემცირება (საკვებ პროდუქტში);
  • ჰიპოდინამია (უმოძრაობა);
  • მცირე მენჯის ღრუს დაავადებები;
  • ჭარბი წონა;
  • მენოპაუზა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ნაწლავთა მწვავე ინფექცია (შიგელოზი);
  • დისბაქტერიოზი;
  • ფერმენტოპათია.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები

იგი მრავალფეროვანია, თუმცა, ყველაზე მეტად დამახასიათებელია:

  • მუცლის ღრუს ტკივილი;
  • ნაწლავთა მოქმედების მოშლა;
  • მეტეორიზმი.

ტკივილი, როგორც წესი, ლოკალიზდება  ჭიპის გარშემო ან მუცლის ქვედა სეგმენტში. ჩივილი უმეტესწილად ქრება, ან იკლებს დეფეკაციის ან გაზების გამოყოფის შემდეგ.

მეტეორიზმი

meteorizmi

გნს-ს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მეტეორიზმი, იგი ცნობილია როგორც ნაწლავური ტიმპანიტი და მისი ძირითადი დამახასიათებელი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში  ე.წ. გაზების დაგროვებაა, რაც შემდგომში იწვევს სიმძიმის შეგრძნებასა და მუცლის შებერილობას.

მეტეორიზმი შეიძლება იყოს იზოლირებული, ან ასოცირდებოდეს კუჭ-ნაწლავის სხვა, ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა: ფაღარათი, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, წონის კლება და ა.შ.

მას, ძირითადად ლოკალური ხასიათის ტკივილი ახასიათებს, რომელიც ძლიერდება საღამოს საათებში.

ფაღარათი

diarea-fagarati

დიარეა, იგივე ფაღარათი, დღე-ღამის განმავლობაში, თხიერი ან ფაფისებრი განავლით, სამი ან მეტი დეფეკაციაა (ნაწლავების მოქმედება).

ფაღარათი შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური ფაქტორებით.

ინფექციური გამომწვევებია:

  • ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა;
  • ვირუსები – ენტეროვირუსი (როტავირუსი, ადენოვირუსი);

არაინფექციური გამომწვევებია:

  1. ლაქტოზას აუტანლობა;
  2. მედიკამენტები (მათ შორის – მეტრონიდაზოლი, დალაცინი);
  3. კვებითი ალერგენები;
  4. თირეოტოქსიკოზი.

შეკრულობა

shekruloba-yabzoba

შეკრულობა, იგივე ყაბზობა ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლაა.  ჩვეულებრივ, შეკრულობად ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით მიიჩნევა. მოსახლეობათა უმრავლესობას, ნაწლავთა მოქმედება,  დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

როდესაც პაციენტს აწუხებს შეკრულობა, ნაწლავში, მოუნელებელი მასის გამო, ვითარდება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც აძლიერებს ინტოქსიკაციას. მიმდინარეობს ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება და შესაძლოა, განვითარდეს პერიტონიტი.

საკვები რომელიც აკრძალულია გნს-ს დროს

გასათვალისწინებელია, რომ მეტეორიზმის განვითარებას, ხელს უწყობს უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა:

  • პარკოსნები (ლობიო);
  • ბროკოლი;
  • კომბოსტო;
  • ხილი;
  • მარცვლეული;
  • კარტოფილი;
  • რძე;
  • ცხიმიანი საკვები;
  • ღვინო;
  • ლუდი;
  • გაზიანი სასმელები;
  • შოკოლადი;
  • სოკო;
  • მჟავე წნილი;
  • დამარილებული პროდუქტი.

მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებსაც ახლავს თან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტორენტეროლოგიურ სამსახურში გნს-ს დიაგნოსტირების მეთოდები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება არც ისე მარტივია, ამისთვის არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები. აუცილებელია სხვა პათოლოგიის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დიფერენციული დიაგნოტირება, რისთვისაც ტარდება შემდეგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • განავლის ანალიზი;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • კოლონოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში).

გახსოვდეთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი განუზომლად დიდ როლს ასრულებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად