იშვიათი სამედიცინო შემთხვევა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული უნიკალური ოპერაცია

იშვიათი სამედიცინო შემთხვევა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული უნიკალური ოპერაცია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს პაციენტმა იშვიათი პათოლოგიით მომართა

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • იშვიათი კლინიკური შემთხვევა;
  • წარმატებული ოპერაცია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. საქმე ეხება იშვიათ კლინიკურ შემთხვევას, რომელსაც ექიმებმა წარმატებით გაართვეს თავი.

პაციენტმა მომართა კლინიკას შემდეგი სიმპტომებით:

  • ძლიერი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
  • საერთო სისუსტე;
  • გულისრევა;
  • სიყვითლე;
  • აქოლიური განავალი.

პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა:

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე , პაციენტს დაუდგინდა სანაღვლე გზების დიდი ზომის კისტა. მწვავე პათოლოგია გამოირიცხა, სიმპტომური მკურნალობით კი ტკივილი შედარებით ალაგდა.

ექიმების რეკომენდაციით საჭირო იყო სანაღვლე გზების კისტის ტრანსკუტანური , ტრანსჰეპატური დრენირება და მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა.

ტრანსკუტანური დრენირების შემდეგ  ტკივილები სრულად ალაგდა და ამან ,  გეგმის შემდეგ ეტაპზე გადასვლის  პირობა გააჩინა .

კონტრასტული მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით დადგინდა , რომ საერთოდ არ ისახებოდა ნაღვლის საერთო სადინარი და ჩანდა მხოლოდ  ნაღვლის სადინრის კისტა .

პაციენტის მართვაში თავიდანვე ჩაერთო ქირურგი გიგო ფიჩხაია, რომელმაც განიხილა პაციენტის პათოლოგიის გამომწვევი ორი ვარიანტი:

  1. კისტა აწვებოდა სადინარს, ამიტომ სადინარი არ ჩანდა;
  2. ეს კისტა თავად წარმოადგენდა სადინარს.

ნაღვლის საერთო სადინრის კისტა არის თანდაყოლილი ან შეძენილი.

ქოდელოქის კისტები კი , გვხვდება დაახლოებით 100 000-დან ერთ შემთხვევაში.

თეორიულად შესაძლოა , ყოფილიყო ფატერის დვრილში ( ნაღვლის საერთო სადინრის 12–გოჯა ნაწლავთან მიერთების ადგილი) არსებული ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი , მისი ეტაპობრივი ოკლუზიით.

პაციენტს დაენიშნა ოპერაციული მკურნალობა.

ინტრაოპერაციულად, ფაქტობრივად, გამართლდა მეორე ვარიანტი. შესაბამისი მობილიზაციის შემდგომ გამოჩნდა ნაღვლის საერთო სადინრის კისტოზური დილატაცია, დაწყებული ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინრის კონფლუენსის დონიდან, ინტრაპანკრეასული ნაწილის ჩათვლით, 12–გოჯა ნაწლავამდე. ნაღვლის ბუშტი სადინრით ჩადიოდა გაგანიერებულ ქოლედოქში. ტექნიკური სიძნელეებით დამუშავდა ღვიძლის კარი და გამოიყო ე.წ კისტოზურად გაგანიერებული ქოლედოქი. პროქსიმალურ ნაწილში ინახა მარცხენა და მარჯვენა სადინრის კონფლუენსი, ასევე ნაღვლის ბუშტის მიერთების ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ქოლედოქის დისტალურ ნაწილში,  ზედმიწევნით დათვალიერების შემდეგ, ინახა  მცირე ზომის, დაახლოებით 1.5 მმ ხვრელი, სადაც ჩაიდგა 22 G ვენის კათეტერი და ჩატარდა ინტრაოპერაციული ფისტულოგრაფია , კონტრასტით . კონტრასტი გადავიდა  12-გოჯა ნაწლავში , ანუ ფატერის დვრილის ლოკაცია, პრაქტიკულად, ოკლუზირებული აღმოჩნდა .  ასევე ჩატარდა ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია და გადაწყდა  პათოლოგიურად შეცვლილი ქოლედოქის რეზექცია.  პაციენტს ჩაუტარდა ქოლეცისტექტომია, ქოლედოქის რეზექცია, დაედო ანასტომოზი Rou Roux-en-Y მარყუჟზე ,  მუცლის ღრუ სათანადოდ ამოირეცხა და დადრენირდა. სისხლის დანაკარგი მაქსიმუმ 60 მლ.

სწორად დასმული დიაგნოზისა და ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგეგმება რამდენიმე დღეში მისი კლინიკიდან გაწერა.

ყველა პაციენტს ვუსურვებთ ასეთ კარგ შედეგს ,ხოლო ჩვენს მოქალაქეებს მხნეობას და  ჯანმრთელობას ! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად