ნეიროქირურგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნეიროქირურგია


თავის ტვინის სიმსივნე - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა მოკლედ შეიძლება სულელური ახირეება მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ . ვარ 21 წლის და მგონია რომ კიბო მაქვს ბებიას და დედას ჰქონდა და ამიტომ თავის ტკივილები მმაქვს და უკვე რაიმე რომ ამტკივდება სულ კიბოზე ვფიქრობ ისიც არ ვიცი სად მივიდე რავიკითხო რა გავიკეთო რომ დავადგინო მოკლედ საერთოდ არაფერი ვიცი არც არავის ვეუბნები ჯერ იქნებ მირჩიოთ რამე ვიზიტი რაღირს ექიმთან . მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

ხერხემლის ტკივილი- ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რომელ ექიმს უნდა მივმართო.მაწუხებს ხერხემლის ტკივილები.ფეხების ტკივილი,ხელების დაბუჟება დიდიხანია.ამ დაბუჟებას მოყვა ტკივილი და ხელის მტევნის დეფორმაცია და ღონის დაკარგვა.მოკლეთ რომ ვთქვათ ძალიან მტკივა და წესიერეად არც მემორჩილება. მადლობას გიხდით წინასწარ.

იხილეთ პასუხი

ჰიპერპროლაქტინემია, არაქნოიდული კისტა- ნეიროქირურგია

კითხვა: პროლაქტინი მაქვს მაღალი, არანაირი თავის ტკივილი ან სხვა სიმპტომი არ მაქვს. გადავიღე თავი, დასკვნა: თავის ტვინის პარენქიმის კეროვანი ორგანული პათოლოგია ამ ეტაპზე არ გამოვლინდა. ისახება ჰიპოფიზის მიკროადენომის მრტ. სურათი; არაქნოიდული კისტები ორმხრივ შუა ფოსოში (Galassi I). რამდენად საშიშია აღნიშნული დაკსვნა? მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

ოსტეოქონდროზი- ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, თავდაპირველად ვიყავი ექიმთან სადაც გადავიღე რენდგენი ხერხემალზე ექიმის თქმით ძალიან დიდი ტკივილების მიუხედავად არაფერი მჭირდა ეს უბრალოდ გარდატეხის ასაკის ბრალი იყო.. შემდგომ ტკივილების გამო მივედით და გადავიღე ხერხემლის ტომოგრაფია რისი დასკვნაც არის ,,კტ მონაცემებით აღინიშნება ოსტეოქონდროზის ნიშნები L5-S1 დისკის დორსომედიალური პროტრუზიო, ლატერალიზაციით მარცხნივ." თუ შეგიძლია თ გამიწიოთ რეკომენდაცია ან ამიხსნათ საერთოდ ეს რასნიშნავს.. წინასწარ მადლობა.

იხილეთ პასუხი

სუბდურული ჰემატომა, არაქნოიდული ცისტა- ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, კტ კვლევას დაგიწერთ და მაინტერესებს რამდენად საყურადღებოა ქვემოთ აღწერილი დიაგნოზი: ჭრილებზე მარჯვნივ საფეთქლის პოლუსში ისახება ქრ. სუბდურული ჰემატომა, სისქით 0,5 სმ. საფეთქლის პოლუსში და სილვიის ცისტერნაში ვიზუალიზდება არაქნოიდული კისტა, გამოხატულია კომპრესია მიმდებარე ტვინის ნივთიერებაზე. არაქნოიდული კისტა ისახება, ასევე რეტროცერებელარულად. დიდი ჰემისფეროების თეთრი ნივთიერების სიმკვრივე რამდენადმე დაქვეითებულია. ორმხრივი შიგნითა საძილე არტერიების კედლებზე ისახება გაკირული ათეროსკლეროზული ფოლაქები. გვერდითი პარკუჭები მცირედ ასიმეტრიულია. დიდი ჰემისფეროების სუბარაქნოიდული სივრცეები გაფართოებულია, გამოხატულია კორტიკალური ატროფიული ცვლილებები. მარჯვნივ თემის ძვლის არეში ისახება პოსტტრეფინაციული ძვლის დეფექტი და რკალის ფორმის, მეტალის სიმკვრივის უცხო სხეულები (გადატანილი ტრავმის შემდეგ ჩატარებული ოპერაციის გამო). რბილ ქსოვილში ისახება ნაწიბუროვანი ცვლილებები. პარანაზალური წიაღები და დვრილისებური მორჩები პნევმატიზირებულია.

იხილეთ პასუხი

პროტრუზია- ნეიროქირურგია

კითხვა: ჩატარებულ იქნა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა Tlse, T2ffe, T2tse, Tastir რეჟიმებით აქსიალური, საგიტალური, კორონარული ჭრილებით. კვლევისას ისახება ერთეული მოტორული არტეფაქტები.მიღებულ ტომოგრამებზე ნერხემლის წელის ფიზიოლოგიური ნადრეკი გასწორებული. რკალები, მორჩები კეროვანი პათოლოგიის გერეშე. L3, C4, L5 დისკოპათია. L3, L4 დისკის ცირკულარული 2-მმ. ზომის პროტრუზია, იოლი მარცხნივ სიჭარბით, იწვევს ვენტრალური ლიქვორული სივრცის, დურალური პარკის, შესაბამისი ნევრალური ფესვის იოლ კომპრესიას. L4 დისკის ცირკულარული 2-მმ. ზომის პროტრუზია, იოლი მარჯვნივ სიჭარბით, იწვევს ვენტრალური ლიქვორული სივრცის, დურალური პარკის, შესაბამისი ნევრალური ფესვის იოლ კომპრესიას. L5 დისკის ცირკულარული 2-მმ. ზომის პროტრუზია. მეტად მედიალურად იწვევს ვენტრალური ლიქვორული სივრცის, დურალური პარკის იოლ კომპრესიას. | ზურგის ტვინის კონუსი ჰომოგენური სიგნალებით ისახება, ლოკალიზებულია L1 დონე'ზე, რაშის კუდის ფესვები კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშეა. ლუმბალური ცისტერნა დეფორმაციის გარეშეა.გავა-თეძოს შესახსრებები, მენჯ–ბარძაყის სახსრები სიმეტრიულია. არსებული მ.რ.ტ. კვლევით ზურგის ტვინის კეროვანი პათოლოგია გამოკვლეულ სეგმენტში არვლინდება. L3,SL4, L5 დისკების პროტრუზია.. 40 დღის განმავლობაში ვიღებდი წამალს კამელოტს 7.5 მილიგრამიანს. ასევე მაქვს კუნთების სპაზმი და ვიყენებ თერმოფლექსის კრემს თუ მალამოს არ ვიცი. და შედეგი არ მომცა ისევ მტკივა წელი. თვითონ წელის კუნთებიც დაჭიმული მაქვს სავით. დიდხანს დგომისას მემართება სპაზმი კუნთების.ასევე უფრო მეტად მტკივა ჯდომისას. არ მაქვს ირადიაცია ფეხში. ოდნავ ხანდახან ისიც და ძაან ცოტათი დუნდულა კუნთი მაქვს ირადიაცია. ასევე არასდროს მიმიღია წამალი ტკივის გამო ანუ ისე არ მტკივა რო ვერ ვუძლებ ან რამე... რას მირჩევთ თქვენ.

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს