ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გასტროენტეროლოგია
დისბაქტერიოზი, თავის ტკივილი- გასტროენტეროლოგია
კითხვა: მოგესალმებით გთხოვთ მიპასუხოთ,რამდენიმე თვის უკან დამეწყო კუჭნაწლავის პრობლემები კერძოდ ფაღარათი დიაგნოზი დიზბაქტერიოზი მითხრეს ვიმკურნალე რამდენჯერმე მაგრამ უშედეგოდ,1 თვეა დამეწყო თავის მსუბუქი ტკივილები საფეთქლების არეში და კუნთების ტკივილი,სისუსტე უმადობა გულის რევის შეგრძნება,კიდევ ჩხვლეტები მარცხენა მხარეს ნეკნების ბოლოს 1 წერტილში და გაბუჟების შეგრძნება მხარში გული გამოვიკვლიე არაფერი არ მაქვს.დამეწყო შიშები რომ რამე ცუდი მჭირს და მოვკვდები ძალიან დავიტანჯე ამ მდგომარეობით მირჩიეთ რა ვქნა სად წავიდე ვისთან მივიდე ან რისი ბრალი შეიძლებაიყოს ეს ყველაფერი დიზბაქტერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს?დიდი ხანია რაც ესე ვარ.
შეკრულობა- გასტროენტეროლოგია
კითხვა: წლებია ვებრძვი ყაბზობას ( ქრონიკულ შეკრულობას უკვე) მირჩიეთ რა პრეპარატებით ვიმკურნალო და როგორ ვიკვებო. რომელია ყველაზე ეფექტური გამხსნელი საშუალება.
ჰეპატომეგალია- გასტროენტეროლოგია
კითხვა: თქვენ კლინიკაში ჩემმა მეუღლემ გაიკეთა მუცლის ღრუს მრტ კვლევა კონტრასტით. დიაგნოზი იყო ჰეპატომელაგია. ღვიძლის ცეროზული ცვლილებები.რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი და კიბოსთან კავშირი თუ აქვს?
შებერილობა- გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა,ვარ 31 წლის არ ვიმყოფები საქართველოში და მაგიტომ მოგმართავთ აქ.გთხოვთ მალე მიპასუხეთ.1 თვე ხდება დამეწყო კუჭის შებერილობა და დისკომფორტი.ექიმი მინიშნავს წამლებს მაგრამ არ მშველის.ეხოსკოპიამ აჩვენა რომ არაფერი არ მაქ პრობლემა და ზონდის გადაყლაპვა არ არის საჭიროვო. რა გავაკეთო გთხოვთ მირჩიეთ სახლის პირობებში რომ დავისვენო და აღარ შემაწუხოს.ან რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს შებერილობა? კუჭი მაქ გაბერილი როგორც ბურთი და ვცდილობ თვითნებურად დაბოყინებას.მაგეამ არც დაბოყინება არ მშველის.ზოგჯერ მგონია რომ გასკდება კუჭი
ჰალიტოზი, გასტრიტი- გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა, თვეების განმავლობაში ვიყენებ კუჭის დამცავს. პირიდან ვგრძნობ სუნს, და ძალიან ვწუხვარ ამაზე, ხანდახან გაზიც მაქვს კუჭში, გაავიკეთე ორი თვის წინ გასტროსკოპია და ულტრასონი, მხოლოდ ქრონიკული გასტრიტი გაქვთო, ნაღვლის ბუშტი და სხვა ყველაფერი ნორმალურია ჰელიკო ბაქტერია არ მაქვს, ხანდახან ვგრძნობ კუჭიდან ცეცხლი ამოდის, მაგრამ ტკივილი არ მაქვს, არც გულის რევა,წინასწარ გიხდით მადლობას
გასტროეზოფაგური რეფლუქსი- გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა,კუჭის გასტრიტი მაქვს,ზონდი გადავყლაპე, დასკვნად მიწერია გასტროეზოფაგიური რეფლუქსი ეზოფაგიტით,დუოდენიტი ,არვიცი ეს რას ნიშნავს ისე ))) შევამოწმე მთლიანი მუცლის ღრუ ექოსკოპიურად,ვმკურნალობ 14 დღეა,და შედეგი ოდნავადაც არმაქვს ისევ მტკივა კუჭიც და მუცელი ზოგადად,ვარ მკაცრ დიეტაზეც ,თუმცა არის რაღაც დეტალები რაზეც ექიმი ვერ მეუბნება რიდან გამომდინარე მაქვს,ესაა ჭიპის გარშემო შეტევითი ტკივილი მთელი დღის განმავლობაში,1_2 ჯერ დავაკვირდი და დაჭიმულიც კი მქონდა უჭუალოდ ჭიპი,თითქოს შევარდნილი და ზემოდან კან� � დაჭიმული , ასევე ვგრძნობ რომ ჭიპის დაბლა ფეთქავს ხოლმე მუცელი,რიისი ბრალი შეიძლება იყოს? ;( ქირურგიულად შევმოწმდი თიაქარი არარის,არც გინეკოლოგიურად არის რაიმე პრობლემა.. ანალიზიც გამიკეთეს შარდში ამილაზას დასადგენი და ნორმაა ყველაფერი,კარდიოგრამაც გადავიღე . რამ შეიძლება ეს ტკივილი გამოიწვიოს და რამდენად არარის საშიში? (((
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.