გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ანემია, თრომბოციტოპენია - ჰემატოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის, მაინტერესებს რა დაავადების მანიშნებელია ეს სიმპტომები: ყურში შუილი,დაგუბება,სისუსტე,კიდურების დაბუჟება,ფეხების ტკივილი, თვალში სისხლჩაქცევები, მოულოდნელი დაახ 10 წამიანი თავის ტკივილი,სუნთქვის უკმარისობა,დაბალი არტერიული წნევა, მაქვს სინესური ტაქიკარდია, რომელსაც ვმკურნალობდი მედიკამენტებით, 1 თვის წინ ნევროლოგმა დამიდგინა აკვიატებული ნერვოზი, დამინიშნა ატარაქსი,ქალმი,მაგიტრონი, და ტებოკანი, თუმცა იგივე სიმპტომები მაქვს და შედეგი არ არის, მაინტერესებს სრული გამოკვლევისთვის რა პროცედურებია საჭირო?
თავის ტკივილი, გამონაყარი თავის მიდამოში - ნევროლოგია
კითხვა: მაქვს ძლიერი თავის ტკივილები გამაყუჩებელს რომ დავლევ ან გავიკეთებ კუნთში ის წამალი 2 ზე მეტად აღარ მიყუჩდბს და ასევე შევნიშნე რომ თავში მაყრის მუწუკები როგორც მოვიძრობ სისხლი მომდის !? რის ბრალი შეიძლება რომ იყოს
დისკოპათია, პროტრუზია - ნეიროქირურგია
კითხვა: გამარჯობა, ჩავიტარე მრტ კვლევა და დასკვნა ასეთია: ჩატარებულ იქნა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა T1se,T2ffe,T2tse,T2stir რეჟიმებით აქსიალური, საგიტალური, კორონარული ჭრილებით გულმკერდის ქვედა - წელის სეგმენტში. მიღებულ ტომოგრამებზე ხერხემლის კისრის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი, გულმკერდის სეგმენტში ფიზიოლოგიური კიფოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები, სასახსრე ფაცეტები კეროვანი პათოლოგიის გარეშეა. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება რის ფონზეც ვლინდება C4, C5 დისკების ცირკულარული გაფართოება. ამავ ე დონენეებზე ყვითელი იოგების იოლი დილატაცია. ზურგის ტვინი ჰომოგენურია. გულმკერდის ქვედა–წელის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები კეროვანი პათოლოგიის გარეშე. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება, რის ფონზეც ვლინდება L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია 3მმ-მდე, დურალური პარკისა და ბილატერალურად ნევრალური არხების შევიწროვებ ის მიზეზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი 5.5მმ-ით. დურალური პარკისა და მარჯვენამხრივი ნევრალური ფესვის კომპრესიის მიზეზია. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია 3მმ-ით, დურალ;ური პარკის შევიწროვების მიზეზია. ზურგის ტვინის კონუსი ჰომოგენური სიგნალებით ისახება, ლოკალიზებულია L1 დონეზე. რაშის კუდის ფესვები კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშეა. ლუმბალური ცისტერნა დეფორმაციის გარეშეა. გავა–თეძოს შესახსრებები, მენჯ–ბარძაყის სახსრები სიმეტრიულია, კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშე ისახება. არსებული მ.რ.ტ. კვლევით ვლინდება C4, C5, L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია. თუ შეგიძლიათ მითხრათ არის თუ არა საოპერაციო? ინკურნება თუ არა? და როგორ მივაწციო ყურადღება რომ არ გამირთულდეს მდგომარეობა. მადლობა წინასწარ
ლაგამის ოპერაცია - უროლოგია
კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ გავიკეთე ლაგამის ოპერაცია . დამადეს ნაკერები , რომელიც , ვფიქრობ , პრობლემას წარმოადგენს , გამომდინარე იქიდან , რომ უკვე ძალიან მაწუხებს . დაახლოებით 1 კვირა იქნება რაც ოპერაცია გავიკეთე . მითხრა ექიმმა , რომ თავისით მოშორდებოდა , მაგრამ ისევ ისეა და მეშინია კანში არ ჩაიზარდოს ან რამე პრობლემა არ წარმოშვას . ექიმს ვერ ვუკავშირდები და იქნებ თქვენ მაინც მომაწოდოთ დაახლოებიტ მაინც ინფორმაცია . მადლობა წინასწარ
კარდიოფობია, მენოპაუზა - კარდიოლოგია
კითხვა: კითხვა პასუხები წავიკითხე გულთან დაკავშირებით. მგონი ყველაფერი მჭირს. კარდიოგრამა გავიკეთე. მითხრეს ჟანგბადი უმაღლეს დონეზე მიეწოდება გულსო. სავარაუდოდ კარდიო ნევროზიაო. რასთან მაქვს საქმე. მენოპაუზის პერიოდში ვარ.
მენსტრუალური დარღვევა - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ციკლის გადაცდენა ზოგჯერ თვის გამოტოვება . გავიკეთე ტესტოსტერონის რაოდენობისა და პროლაქტინის და თIრეოტროპული ჰორმონის ანალიზები ასევე ექოსკოპია მაგრამ ყველაფერი ნორმაში მქონდა. ვარ 18 წლის რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ გამოვასწორო ეს მდგომარეობა. შეიძლება თუ არა ამან მომავალში შემიქმნას საფრთხე ?