შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ოსტეოპოროზი - რევმატოლოგია

კითხვა: დედასთვის მითხრეს ,,კალციყმი ადვასი,,გადაღების დროს უთხრეს ძვალია გამოფიტულიო, რამდენჯერ უნდა მიიღოს და გვერდითი მოვლენები თუ აქვს, დედა 80 წლისაა, გმადლობთ!

იხილეთ პასუხი

მუცლის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს თიაქარი მუცლის მიდამოში , ამავდროულად თირკმლის პრობლემა(დიალეზს ვიკეთებ) .რამდენად შესაძლებელია თქვენთან ოპერაციის გაკეთება და ხდება თუ არა თანამედროვე მეთოდით ? გმადლობთ წინასწარ.

იხილეთ პასუხი

ტონზილიტი, სიბრძნის კბილი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს.. ქრონიკული ტონზილიტი მაქვს, ოპერაციას ვიკეთებ მალე, მაგრამ ეს დაახლოებით სამი თვეაგრძელდება. ყურზე მქონდა თავიდან გადაცემითი ტკივილი, მაგრამ ახლა ტკივილი აღარ მაქვს, ახლა მხოლოდ ჭამის დროს, ისიც მხოლოდ მაშინ როცა ლუკმას იმ ყურის საპირისპირო მხარის ყბით ვღეჭავ რომელ იც მაწუხებს, ტკივილიც არ ჰქვია, აი ზუსტად თვალის გასწვრივ ყურთან მესმის რაღაც ხმაურივით, ნუ დისკომფორტი მაინც არის (გასათვალისწინებელია ისიც რომ ზედა ყბაზე, იმ მხარეს საითაც ყური მაწუხებს, სიბრძნის კბილი ჩამომდის და ზოგადად პრობლემატურია ჩემთან ეგ საკითხი რადგან დიდი კბილები მაქვს და სიბრძნის კბილები აღარ მეტევა ყბაში, ამის გამო ერთი უუკვე ამოღებული მაქვს) ჰოდა ეს ყურის ამბავი ამ ორივე პრობლემის გამო შეიძლება იყოს? და რამდენად საფრთხილოა? და ერთი კითხვაც, ხანდახან ცხვირის მარცხენა ნესტოში ჰაერი რომ შემდის, განსაკუთრებით თუ ცივია, მტკივა თვითონ ცხვირი, თვალის გარშემო და შუბლის მარცხენა წილი და ეს ტონზილიტამდე სრ მაწუხებდა და შეიძლება მაგის ბრალი იყოს და ოპერაციის შემდგომ გამიაროს? გმადლობთ და ბოდიში ამდენი კითხვისა და შეწუხებისთვის.

იხილეთ პასუხი

ლაბორატორიული კვლევები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ციკლის დაწყებიდან მეოთხე დღეს გავიკეთე ანალიზი. Fsh 4.678, (ნორმა 3.0-12.0) პროლაქტინი 60, (ნორმა 1.2-19.5) lh 13.01 (ნორმა 1.9-12.5). 26 წლის ვარ. რა დარღვევებზე მიუთითებს ეს მაჩვენებლები? წინა საღამოს ცხიმიანი საკვები მივიღე და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ანალიზებზე? საკვერცხწების ნაადრევი უკმარისობა/განლევა ხომ არ არის?

იხილეთ პასუხი

დიაფრაგმის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. გულ-მკერდის ძლიერი ტკივილების შემდეგ დამიდგინდა საყლაპავის მილის დიაფრაგმის თიაქარი, საკმაოდ დიდი ზომის (გასტროსკოპიით), რაც რენტგენზე საერთოდ არ გამოჩნდა. თითქმის ყოველდღე მეწყება მკერდში შეტევის მსგავსი ძალიან ძლიერი ტკივილი, რასაც მოსდევს სუნთქვის გაძნელება და გულის საგრძნობლად აჩქარება. მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს შემოტევები და სუნთქვის დახშობის გამომწვევი ხომ არ არის? მადლობა.

იხილეთ პასუხი

გასტრიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა . ერთი შეკითხვა მაქვს :) სულ მაქვს გულისრევის შეგრძნება , რის გამოც მგონია რომ ვერ ვსუნთქავ ნორმალურად . ზოგჯერ პანიკურ შეტევამდე მივყავარ , უკვე დამანევროზა . ვიცი რომ გასტრიტი მაქვს და ბევრჯერ ვიმკურნალე ამაზე , რამოდენიმე დღე შეიძლება გამჩერებოდა მაგრამ მერე ისევ მეწყებოდა . იქნებ მირჩიოთ რამე ან ვინმე რაც ან ვინც მიშველის . უჰაერობა მაქვს მგონია იმდენად მაწუხებს . ეხლა ვირუსი მაქვს გაციებული ვარ და ამასთან ერთად რომ ეს შეგრძნება მაქვს საშინელ დღეში ვარ . თითქოს გულზე მიჭერს რაღაც . დამეხმარეთ რა :(

იხილეთ პასუხი