რადგან მე ვზრუნავ
ინსულტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება იმ ღონისძიებებისა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ქცევების შესახებ, რომელიც თავიდან ააცილებს მათ ინსულტის განვითარებას.
თუ გაწუხებთ ისეთი ტიპის ჩივილები, როგორიცაა:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- უძილობა;
- წონასწორობის დარღვევა;
- წარსულში გადატანილი ინსულტი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ინსულტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაინტერესებულ მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის კვლევასა და კონსულტაციას.
გვსურს, მკურნალობის საუკეთესო შესაძლებლობები იყოს ხელმისაწვდომი!
> ნევროლოგის კონსულტაცია და ბრაქიოცეფალური არტერიების დოპლერი;
> ნევროლოგის კონსულტაცია და ელექტოენცეფალოგრამა;
> თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია;
> თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია;
> თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით (ანევრიზმის გამოსარიცხად).
აქციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
ხერხემლის გამრუდება
კითხვა: გამარჯობა, სულ ცოტა ხნის წინ დეიდაჩემს, დაუდგინეს გულმკერდის ძვლისა და ხერხემლის გამრიდება და რომელი პროფილის ექიმთან გვირჩევთ ვიზიტს? ნეიროქირურგთან თუ ორთოპედთან?
ჰიდროცეფალია, სკოლიოზი
კითხვა: გამარჯობათ!21 წლის გოგოს აქვს იოლი ფორმის ჰიდროცეფალია.რა წამალი შეიძლება მიიღოს რეგულარულად ან დღეგამოშვებით?აქვს მეორე ხარისხის სკოლიოზი.რა ტიპის მასაჟებია შესაძლებელი და თუა მიზანშეწონილი მანულო თერაპია ამ ორი დაავადების დროს?
ხერხემლის პრობლემა
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ხერხემლის პრობლემა მეხუთე მალაზე მაქვს წანაზარდი მარჯვენა ფეხზე სისუსტე ორი თვეა რაც მუხლი მაწუხებს ერთი კვირაა რაც ტკივილი გაუარესდა და შესშუპება დაიწყო მირჩიეთ რამე.
ოსტეოართროზი
კითხვა: გამარჯობათ! მყავს 82 წლის დედა რომელსაც ძალია აწუხებს წელი ურო სწორად წელის ცოტა ზევის გადაცემითი ტკივილები აქვს, ისეთი საშინელი რომ ხან ვერ ინძრევა ლოგინში ისე ტკივა, დავაწვინე სავადმყოფოში შევიყვანე წელის ტკივილით და დააწვინეს კარდიოლოგიურში, აღმოVნდა რომ სხვა რაგაცეების პრომლემაც აქვს, წელისთვის უკეთებენ გამაყუჩებლებსმ არ შეიძლება სხვა განყოფილებაში გადაი ყვანონ, უმკურნალონ ჯერ წელს და შემდეგ ახალ აღმოჩენილ პრობლემებს? ვეღარ უძლებს ამ ტკივილს, რა შეიძლება იწვევდეს ამ ტკივილს მესამე კვირაა შაშინელი ტკივილები აქვს მანამდეც ტკიოდა ცოტათი რაც პერიოდულად უვლიდა, ეხლა საშინელი ტკივილები აქვს, აღმოაჩნდა ეხლა ანემია და ფილტვზე პატარა შეგუბებაო ექიმმა, მადლობა, ომედია ეხლა წაიკითხება
კისრის ოსტეოქონდროზი
კითხვა: გამარჯობა.მაქვს კისრის მალთა შუა თიაქარი მჭირდება ოპერაცია.ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში.მაიში მინდა გავიკეთო და მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რამდენხანში შევძლებ მუშაობას?
ზურგის ტვინის დაზიანება
კითხვა: გამარჯობათ. მაქვს მეცხრემალა დაზიანებული გავიკეთე ოპერაცია . 6 თვის წინ მაქვს ნერვი დაზიანებული წყვეტა არმაქვს. ვგზნობ დარტყმას ფეხებზე ვგზნობ ტკივილებ ორივე ფეხზე მაქვს და თავისით მოზრაობს ფეხები რაშეზლება რო გავაკეთო რო ტვინმა დროზე აგითქვას წინასწარ მადლობთ