არტერიული წნევა სისხლის წნევაა, რომელიც გულის კუმშვადობის შედეგად წარმოიქმნება.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
არტერიებში, ვენებსა და კაპილარებში სისხლის წნევის სიდიდე სხვადასხვაა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის ერთ–ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ზოგადად, ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობა 55 წლიდან იზრდება, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც.
არტერიული წნევის კონტროლი და განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პირებს, რომელთაც გენეტიკაში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები აქვთ. მემკვიდრული ფაქტორის გათვალისწინებით, წნევის ციფრების კონტროლი ადრეული ასაკიდანაა რეკომენდებული. ამავდროულად, რიგი გართულებების პრევენციის მიზნით, წნევა უნდა აკონტროლონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა და ჭარბწონიანებმა.
აღსანიშნავია, რომ მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტენზია, უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
არტერიული ჰიპერტენზია მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმელების უკმარისობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია.
უკვე დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს, აუცილებელია წნევის რეგულარული კონტროლი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ძილის წინ.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი.
– რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს მაღალ არტერიულ წნევას?
– არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე და ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს. თავდაპირველად პაციენტი სპეციფიკურ სიმპტომს არ უჩივის და როგორც წესი, წნევის შემთხვევით გასინჯვისას შენიშნავს. იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ადვილად დაღლით, ქოშინით, ჰაერის უკმარისობით, გულის ფრიალით ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ იგრძნოთ ტკივილი გულის არეში, პულსაცია კეფის მიდამოში. ახასიათებს ცხვირიდან სისხლდენა და კანის სიწითლე.
– დაბალი წნევა და მისი ნიშნები, რას გვეტყვით არტერიულ ჰიპოტენზიაზე?
– არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) წარმოადგენს კლინიკურ სინდრომს (სიმპტომთა ერთობლიობას), რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის დაქვეითება მამაკაცებში - ვერცხლისწყლის სვეტის 100/60 მმ, ხოლო ქალებში - 95/60 მმ-ზე დაბლა. ის სხვადასხვა ფაქტორის გამო ვითარდება და თავისებურ სიმპტომთა მომცველი კლინიკური სინდრომია.
არტერიული ჰიპოტენზიის კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს:
- საერთო სისუსტე;
- თავბრუსხვევა;
- თვალების დაბინდვა;
- ყურებში ხმაური;
- თავის სხვადასხვა ლოკალიზების, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილი;
- ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება);
- კიდურების დაბუჟება და გაციება;
- გულის წასვლა.
აარტერიული ჰიპოტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, გულის უკმარისობა და სხვა);
- ჰიპოვოლემია (ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის რაოდენობის შემცირება);
- ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი);
- ინფექციური დაავადებებისა და ინტოქსიკაციების (მოწამვლა) შემდგომი მდგომარეობა.
დაბალი არტერიული წნევა შეიძლება იყოს მწვავე, რომელიც ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის, არითმიის, ტრავმული შოკის, სისხლდენის, მწვავე პერიტონიტის დროს და ქრონიკული, რომელიც იყოფა შემდეგნაირად:
- ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია (სპორტსმენების, ფიზიკური შრომის მქონე ადამიანების, რომელთა სხეული ფიზიკური შრომის დროს ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვას ეჩვევა);
- პირველადი (სტრესის, ფსიქიკური ან ფიზიკური დაძაბულობის შედეგი);
- მეორეული, რომელიც სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს (თავის ქალისა და ტვინის დაზიანება, ოსტეოქონდროზი, ღვიძლის ციროზი, ანემია).
– როგორია კარგი არტერიული წნევა, ანუ რა მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს მას?
– არტერიული ჰიპერტენზია განისაზღვრება, როგორც სისხლის სისტოლური წნევა = 140მმ ვწყ სვ.და/ან დიასტოლური წნევა = 90მმ ვწყ სვ. აღნიშნული ემყარება სხვადასხვა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევიდან მიღებულ მონაცემებს.
ჰიპერტენზიის მართვის JNC 7-ის გაიდლაინის მიხედვით, განიხილება არტერიული წნევის 3 კატეგორია და ესენია:
- ნორმული (სისტოლური
- პრეჰიპერტენზია (სისტოლური 120–139 მმ.ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური 80–89 მმ.ვწყ.სვ);
- ჰიპერტენზია: ა) I სტადია (სისტოლური 140–159 მმ.ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური 90–99 მმ.ვწყ.სვ); ბ) II სტადია (სისტოლური >160 მმ.ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური >100 მმ.ვწყ.სვ).
– თუ ადამიანს დისკომფორტი არ აქვს და არც რომელიმე სიმპტომს უჩივის, მაინც უნდა გაიზომოს წნევა?
– არტერიული ჰიპერტენზია რამდენჯერმე დაფიქსირებული არტერიული წნევის მატებაა (≥140/90 mmHg). შესაბამისად, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არტერიული ჰიპერტენზია აქვს. ინტერვიუში უკვე განვიხილეთ არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები და თუ ეს ჩივილი/ჩივილები არ გაწუხებთ, არტერიული წნევის ხშირი კონტროლი აუცილებელი არაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
თავის ტკივილი, არითმია
კითხვა: გამარჯობა ბოლო რამდენიმე თვეა დილით მეღვიძება თავის ტკივილით და გულის აჩქარებით. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული . მადლობთ
ტკივილი გულმკერდის არეში
კითხვა: მოგესალმებით, მკერდის არეში ხშირად მაქვს ტკივილები და მსუბუქ ფორმაში ჰაერის უკმარისობა, ოდნავი დატვირთვისას ტკივილი ძლიერდება და თუ არ შევჩრდები, უფრო უმატებს, თითქოს მკერდის ძვალი მქონდეს ჩამტვრეული ისეთი ტკივილებია. ვის მივმართო ამის შესახებ? გულია თუ ბრონქების პრობლემაა. მადლობა.
ყურებში ხმაური – ტინიტუსი
კითხვა: გამარჯობა.ყურში ხმაურის გამო დანიშნული მაქვს ბეტასერკი და ტებოკან ფორტე ერთი თვით.ერთი თვე გავიდა უკვე მაგრამ წამლები შევაჩერე თუ არა მაშინვე დამეწყო ისევ ხმაური.რამდენი ხანი შეიძლება ამ წამლების დალევა შეიძლება გავაგრძელო.რაც ამ წამლებს ვსვამ წნევებიც აღარ მაქვს.არადა ისე სულ მაღალ წნევებს ვატარებ.
გულის მანკი
კითხვა: მოგესალმებით.მაწუხებს გული. დიაგნოზი მანკი ,ანევრიზმა ,იშემია და სტენოკარდია. წნევის წამლების გარდა არაფერს არ ვიღებ,მაგალითად გულის მკვებავი ,ან არც ვიცი როგორ გითხრათ,სისუსტე მაქვს,ადვილად ვიღლები .რატომღაც არ თვლიან საჭიროდ და არ მაქვს გამოწერილი ,რა შეიძლება მივიღო
ფიბრინოგენი, ქოლესტერინი
კითხვა: გამარჯობა, ფიბრინოგენის კონცეტრაცია მქონდა მაღალი 7 თვეა ვსვავ ანგიოფლუქსს ეხლა რომ ავიღე ანალიზი უკვე ნორმაშია, მაინტერესებს შევწყვიტო? ან რამდენ ხანში გადავამოწმო? და კიდევ მაინტერესებს , ხოლესტერინიც მქონდა მაღალი ეხლა უკვე ნორმაშია , ვსვავდი ათეროქსს შეწყვეტა შეილება? მითხრეს მტელი ცხოვრე ბა უნდა სვაო. მადლობა
სუნთქვის უკმარისობა
კითხვა: ვარ 42 წლის.მაქვს ჯანმრთელობის მრავლობითი პრობლემა მაგრამ ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობის შესახებ გკითხავთ; ფილტვები ჯანმრთელი მაქვს ბრონქებიც და ჟანგბადიც რამდენჯერმე გავიზომე და ნორმალურიაო მაგრამ მაინც რატომ არ მყოფნის ჰაერი სუნთქვის დროს? ოდნავ ჩქარა თუ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ან თუ ოდნავაც კი გავნერვიულდი შეტევა მეწყება ვერ ვსუნთქავ. თვითნებურად ვიღებ ამ დროს სიმბიკორტის ფხვნილს და მიხსნის სუნთქვას რამდენიმე წამში.რასთან გვაქვს საქმე რა იწვევს სუნთქვის უკმარისობას? გმადლობთ.