აქცია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად

აქცია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად

ჩაიტარეთ ექოკარდიოგრაფია და ელექტროკარდიოგრაფია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უმნიშვნელოვანეს კვლევებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროულად გამოვლენის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით! 

აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს, თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:

  • პერიოდულად გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა.

155 ლარის ნაცვლად მხოლოდ 80 ლარად, აქციის ფარგლებში ჩაიტარებთ:

  1. კონსულტაციას კარდიოლოგ თინათინ მარგალიტაძესთან;
  2. ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპია);
  3. ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).

ამას გარდა, ამავე აქციით შეძლებთ, 180 ლარის ნაცვლად 105 ლარად, ზემოხსენებულ სამ კვლევასთან ერთად, დამატებით ჩაიტაროთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების განმსაზღვრელი კვლევა!

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პაციენტს.

კარდიოლოგი თინათინ მარგალიტაძე ფლობს უცხო ენებს. შესაბამისად, შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ინგლისურ და რუსულენოვან პაციენტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატით TOSHIBA Aplio 400. აპარატის უპირატესობაა უმაღლესი ხარისხის გამოსახულება. ასევე, იგი უზრუნველყოფს კვლევის სიზუსტეს.

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (32) 2 02 25 25 ან (+995) 577 119 119.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუშაობს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად