რა არის არითმია

რა არის არითმია

პულსი როგორც გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის სარკე

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

არითმია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც დარღვეულია გულისცემის რიტმი და პარკუჭების შეკუმშვის თანმიმდევრობა. ეს არის პათოლოგიის ზოგადი სახელი, რომელსაც  გულის ნორმალური მდგომარეობიდან ნებისმიერი ტიპის გადახრა ახასიათებს.

იგი არსებობს რამდენიმე სახის, თითოეულ მათგანს კი,  საკუთარი სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები აქვს.

გულის რითმული ვიბრაცია, საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.

დაავადების შეტევები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, ბავშვებშიც.

პათოლოგია თანდაყოლილი ან შეძენილია.

gulis-aritmia

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი თათია ავალიანი.

- რამდენი სახისაა და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან არითმიის ტიპები?

- არსებობს რამდენიმე სახის არითმია, რომლებიც ერთმანეთისგან გულის შეკუმშვის სიხშირს და აღმოცენების ადგილის მიხედვით განსხვავდებიან. ძირითადად, ისინი იყოფიან ტაქი და ბრადიარითმიებად.

არითმიების ძირითადი ტიპები

  • ტაქიკარდია – მდგომარეობა, რომლის დროსაც გულისცემა აღემატება 100 დარტყმას წუთში. თუ იგი ვითარდება დიდი ფიზიკური დატვირთვის შედეგად, ეს ნორმად ითვლება, ხოლო მოსვენებულ მდგომარეობაში აღმოცენებული, შესაძლოა, მიუთითებდეს გარკვეულ პათოლოგიაზე;
  • ბრადიკარდია – ეს არის ტიპი, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია;
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია – როგორც წესი, ამ შემთხვევაში, გულისცემის სიხშირე წუთში 200 დარტყმას აღწევს. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია შეუქცევადი პროცესების პროვოცირება.
  •  ექსტრასისტოლია – მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ნაადრევად და რიგგარეშე იკუმშება.  
  • წინაგულთა ფიბრილაცია – ყველაზე გავრცელებულია, ამ დროს გული არარეგულარულად იკუმშება.

ზოგადად, დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი ან შეუქცევადი  პათოლოგიები, რომელთა უმეტესობას ლეტალურ შედეგამდეც მივყავართ.

არითმიის სიმპტომები

იგი სხვადასხვა ჩივილით ვლინდება, შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • საერთო სისუსტე;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • წონასწორობის მოშლა;
  • თავბრუსხვევა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • შფოთვა.

ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან უმეტესობა შესაძლოა, სხვა დაავადების ჩივილსაც წარმოადგენდეს, ამიტომ, დიფერენციული დიაგნოსტირება აუცილებელია, რისთვისაც პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს.

არითმია შესაძლოა, სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიონ, მათ შორისაა:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • სარქვლოვანი პათოლოგია;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • ჭარბი წონა;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • გულის თანდაყოლილი დეფექტები;
  • გარკვეული მედიკამენტების უკონტროლო გამოყენება;
  • შაქრიანი დიაბეტი.

eleqtrokardiograma-aritmia

არითმიის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ჩვენს კლინიკაში მუდმივად ინერგება დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, ამ მხრივ გამოირჩევა კარდიოლოგიური სამსახურიც. პირველ რიგში პროფესინალი ექიმების გუნდი, რომელიც წამყვანია არამარტო არითმიების, არამედ ზოგადად, გულის სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობაში, ყოველთვის მზადაა მოსახლეობის დასახმარებლად.

ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევა წარმოებს უახლესი სამედიცინო აპარატურით, ასევე ტარდება 24-საათიანი კომბინირებული მონიტორინგი „Holter“-ის მეთოდით.

პოსტინფარქტული, არასტაბილური სტენოკარდიის მქონე და გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის რითმის ვარიაბელობაზე დაკვირვებას, გართულებული რისკის განსაზღვრას, შრომისა და მოსვენების ოპტიმალური რეჟიმის რეგულირებას, რათა დადგინდეს არითმია, დაზუსტდეს მისი ტიპი და განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა, გამოიყენება შემდეგი დიაგნოსტიკური მეთოდები:

  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა;
  • ჰოლტერ-მონიტორინგი;
  • დატვირთვის ტესტი – ტრედმილი;
  • კორონაროგრაფია.

დამატებითი კვლევების თვალსაზრისით, ტარდება შემდეგი აპარატურული კვლევები:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდმივად გთავაზობთ გულსისხლძარღვთა პათოლოგიის კვლევებზე სხვადასხვა ტიპის აქციასა თუ ფასდაკლებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად