ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
როგორც წესი ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.
ამ კონკრეტულ ინტერვიუში კი ვარიკოზის მქონე მკითხველი რეკომენდაციებს გაეცნობა იმასთან დაკავშირებით თუ როდის არის სასარგებლო ზღვაში ცურვა, რეკომენდებულია თუ არა გარუჯვა, წყლის რა ტემპერატურა აისახება დადებითად მის ჯანმრთელობაზე, შეიძლება თუ არა ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა და სხვა.
ცნობილია, რომ ზაფხულში საცურაო კოსტუმსა თუ ქვედაბოლოში ვარიკოზული ვენების მქონე ზოგიერთი ქალი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ბევრი მათგანისთვის სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებით „მოხატული“ ფეხები ნამდვილი თავსატეხია და ფიქრობს, რომ მას რუჯით დაფარავს, თუმცა ვარიკოზის დროს სანაპიროზე ნებივრობა ნამდვილად ცუდი არჩევანია, რადგან მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის!
დაგვეთანხმებით, რომ ივლისი და აგვისტო წელიწადის ის თვეებია, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე მეტი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს ზღვის კურორტებს.
თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაქვთ და ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვას გეგმავთ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები.
„ცურვა უაღრესად სასარგებლოა ვენური უკმარისობის და ვარიკოზის მქონე ადამიანებისთვის. წყლის ზემოქმედების წყალობით, ვენური შეგუბება აღარ ხდება, მაგრამ როგორც კი ზღვიდან ამობრძანდებით და თქვენს ვენებს მზის სხივი მოხვდება, ის ყველა დადებითი თვისება, რასაც ზღვის წყალი გვთავაზობს დაიკარგება. მცირე ხნითაც კი მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა კვლავ აფართოებს კვანძებს“.
– რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც აქვთ ვარიკოზი და ზღვის სანაპიროზე ნებივრობას გეგმავენ?
– უნდა შეიმოსონ ისე, რომ ფეხი მზის სხივებისგან დაცული იყოს. როცა ვარიკოზი გაქვთ და თვალნათლივ ჩანს ქვედა კიდურებზე ვენური „ობობები“ ან შეშუპებები მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცხე, მზე ართულებს მდგომარეობას, ხოლო სიგრილე აუმჯობესებს.
– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარიკოზული ვენებისთვის სასარგებლოა ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და აქვს თუ არა რაიმე დატვირთვა?
–გასათვალისწინებელია ორი მომენტი – ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადებებისთვის მაგნიტური ქვიშა კარგია, ანუ თბილ ქვიშაში კიდურების ჩაფვლა სამკურნალო პროცედურაა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ვარიკოზზე – ეს ჩვევა დაივიწყეთ! ნებისმიერი სახის სიცხე ქვიშა იქნება თუ სხვა, ვარიკოზული დაავადებისთვის არის დამღუპველი. წარმოიდგინეთ, რომ მაგნიტური ქვიშის დადებითი თვისებებიც კი უმალ ქრება, როცა ვარიკოზის დროს ფეხები ქვიშაშია ჩამალული. თუ მაინც გსურთ, რომ ქვედა კიდურები ქვიშით დაფაროთ იზრუნეთ იმაზე, რომ ქვიშა იყოს გრილი, ნოტიო.
– ზოგიერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ რუჯით ადვილად დამალავს ვარიკოზისგან გამოკვეთილ ვენებს. გთხოვთ, ჩვენს მკითხველს განუმარტოთ რატომ არ უნდა მოიქცეს ასე?
– რუჯი მეტად აჩქარებს და ხელს უწყობს ვენური „ობობების“ განვითარების პროცესს. გაინტერესებთ რა მოხდება? შეიძლება იმ წუთში რუჯმა შედარებით დამალოს ვენური „ობობები“, მაგრამ ზაფხულის სეზონის მიწურულს, როცა ბუნებრივად ვეღარ ისარგებლებთ მზის აბაზანებით შენიშნავთ, რომ ფეხებზე ვენები ორჯერ მეტადაა გამოკვეთილი.
– მოგეხსენებათ ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვა. ყველა ადამიანი უნდა მოერიდოს შუადღის მზეზე ნაპირზე ყოფნას. როგორც ინტერვიუმდე ჩვენთან საუბარში განმარტეთ, შუადღის მზე განსაკუთრებით სახიფათოა ვარიკოზისთვის. გთხოვთ, მკითხველს აუხსნათ რატომ უნდა მოერიდნონ მზის გულზე ყოფნას?
– მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის! მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შედეგი ასეთია – თუ მზის გულს მიეფიცხებით, იმ შედეგს მიიღებთ რაც 10 წლის შემდეგ დაფიქსირდებოდა. ვენებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ათჯერ აჩქარებს დაავადების განვითარებას.
– ინტერვიუს ვარიკოზული ვენებით დაავადებული ბევრი ადამიანი წაიკითხავს. დღის რომელ მონაკვეთში (რომელ საათებში) გავიდნენ სანაპიროზე და წყლის რა ტემპერატურაა მათთვის სასარგებლო?
– სასარგებლოა გრილი წყალი და ნაკლები სიცხე. იდეალურია სანაპიროზე გასვლა დილით ადრე 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. დროის სწორედ ამ ინტერვალში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვაში ცურვით და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას