პროსტატის კიბოს უფასო სკრინინგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
პროსტატის კიბოს მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 17 ნოემბერს აღინიშნება და მისი უმთავრესი მიზანი ონკოპაციენტებისა და პოტენციური პაციენტების ინფორმირებულობაა. სამწუხარო სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყოველ რვა მამაკაცში ერთს, აუცილებლად ექნება პროსტატის კიბო.
გავრცელების თვალსაზრისით, 2020 წელს, პროსტატის კიბო მესამე ადგილს იკავებდა ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემდეგ. იგი, მსოფლიოში დაფიქსირებული ონკოშემთხვევებიდან,1,414,259 (7.3%)-ში დადგინდა. ამ პაციენტებიდან 375,304 მამაკაცი კი, დაიღუპა. მიმდინარე (2021) წელს, მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით, პროსტატის კიბო თითქმის 250,000 მამაკაცს დაუდასტურდა, რომელთაგან 34 ათასზე მეტი, სამწუხაროდ, უკვე დაიღუპა.
უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დროული დიაგნოსტირება სწორი მკურნალობის და დაავადების დამარცხების ერთ-ერთი წინაპირობაა. შესაბამისად, ნათლად ჩანს შუახნის ასაკის (40-50 წლის ასაკიდან) მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს სკრინინგის აუცილებლობა.
სწორედ ამ მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი 50-70 წლის მამაკაცებს პროსტატის კიბოს სკრინინგს (სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას) უფასოდ სთავაზობს! კვლევის რეკომენდაციების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს : https://kirurgia.ge/full-article/ras-guliskhmobs-prostatspecifikuri-antigenis-gamokvleva/31537
კვლევის შედეგად აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, დროული მკურნალობა და სასურველი შედეგის მიღწევა გარანტირებულია.
აქციით სარგებლობისთვის, წინასწარ ჩაეწერეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ; (+995) 577 119 119.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?