იზრუნეთ თქვენი გულის ჯანმრთელობაზე

იზრუნეთ თქვენი გულის ჯანმრთელობაზე

ცხელ ამინდში ხშირია არითმიის გამოვლინება, რაც შემოდგომის ცივი ამინდის დადგომისთანავე კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს! ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პროფილაქტიკურ, კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად!

არითმია გულის ნორმალური რითმის დარღვევაა, ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ეს არის კარდიოლოგიურ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ხასიათდება გულისცემის არარეგულარული რიტმით. არსებობს არითმიის სხვადასხვა სახეობა მათ შორის არის როგორც პირობითად ნაკლებ საშიში, ისე სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო არითმიები.

არითმიის სიმპტომებია:

  • გულისცემის გაძლიერება – ტაქიკარდია;
  • გულისცემის შენელება – ბრადიკარდია;
  • ზოგადი სახის დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • ქოშინი;
  • თავბრუსხვევა;
  • გონების კარგვის ეპიზოდები.

არითმიის გამომწვევი ზოგადი მიზეზებია:

  • გულის იშემიური დაავადება და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • ზოგიერთი სახეობის გულის  მანკი;
  • გულის ინფექციური დაზიანება;
  • გულის უკმარისობა;
  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • დარღვეული ელექტროლიტური ბალანსი.

არითმია სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია, ამიტომ არითმიების გამოვლენა და ეფექტური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

აქციის ფარგლებში ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური 181 ლარის ნაცვლად 70 ლარად (ჰოლტერის მონიტორირების გარეშე), ხოლო 100 ლარად (ჰოლტერის მონიტორირების თანხლებით) გთავაზობთ: 

  • კარდიოლოგის კონსულტაციას;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • კარდიო-ექოსკოპიას;
  • საერთო ქოლესტერინის განსაზღვრას;
  • გლუკოზის განსაზღვრას (უზმოდ);
  • საჭიროების შემთხვევაში – ჰოლტერ-მონიტორინგი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ისეთი უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატით, როგორიცაა  „TOSHIBA Aplio 400“.

აპარატის უპირატესობა მაღალი ხარისხის გამოსახულებაა. „Aplio 400“  უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს.

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს!

გთხოვთ,  წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად