თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფი - Revo NX 130, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და მულტიფუნქციური, ხელოვნური ინტელექტის მქონე ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფი.
ჩაიტარეთ თვალის სრული დიაგნოსტიკური კვლევა უახლესი, ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით და აღმოაჩინეთ ნებისმიერი პათოლოგია დროულად!
უახლესი აპარატის დახმარებით შესაძლებელია:
- თვალის ყველა შრის ტომოგრაფია;
- თვალის სისხლძარღვოვანი შრის ანგიოგრაფია;
- რქოვანას ტოპოგრაფია;
- თვალის ბიომეტრია;
- გლაუკომის სკრინინგი, საწყის ეტაპზე უმცირესი ცვლილებების დაფიქსირება;
- კატარაქტის ოპერაციამდე სრულფასოვანი კვლევა, ინტრაოკულარული ლინზის საჭირო მოდელის ზუსტი შრჩევა IOL CALCULATION.
კვლევა ტარდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
ასევე, შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ოფთალმოლოგიურ კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მშრალი თვალის სინდრომი
კითხვა: გამარჯობა,ხშირად ვგრძნობ თვალის სიმშრალეს და ასევე თვალზე ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკის წასმისას მიწითლდება თვალები და მაქვს სიმძიმის შეგრძნება,რისი გაკეთებაა შესაძლებელი რომ ეს მდგომარეობა შევიმსუბუქო ?
მიასთენია
კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ მოგწერეთ რო მქონდა მხედველობის გაორება სამი დღის წინ ვიყავი ექიმთან გავიკეთე ნეირომიოგრაფია და დამისვეს დიაგნოზი მიასთენია ოკულური ფორმა და დამინიშნეს კალიმინი მაინტერესებს თუ შეიძლება რას ნიშნავს ოკულური ფორმა და განკურნებას თუ ექვემდებარება მადლობა
მხედველობის გაორება
კითხვა: გამარჯობა . ვარ ოცდა თორმეტი წლის სამი წლის წინ დამეწყო მხედველობის გაორება როგოც კი ვიგლები ან ძილი მაკლდება მაშინვე ვკარგავ მხედველობას საკმარისია წამიერათ დავიძინო რო მხედველობა მიბრუნდება ვიყავი ოფთალმოლოგთან ნევროპათოლოგთან გადავიღე თავის თვინის სისძარღვების ემირაი მაგრამ დაზიანება ვერსად ნახეს ხო ვერ მეტყვით რა კვლევები დამჭირდება კიდე ან თქვენ კლი ნიკაში რომელ ექიმთან შეიძლება კონსულტაცია
მიოპია, ასტიგმატიზმი
კითხვა: გამარჯობათ.მაქვს თანდაყოლილი მიოპია ასტიგმატიზმი და უვეიტი.ადრინდელთან შედარებით ახლა პრობლემა უფრო გამირთულდა.ახალ მზერაში მითხრეს არაფერი გეშველებაო.იქნებ მირჩიით საქართველოს მასშტაბით ვინმე ძლიერი და ნორმალური ექიმი სადაც ჩამიტარებენ გამოკვლევას და იქნებ ოპერაციამ მიშველოს.მადლობთ
თვალშიდა წნევა
კითხვა: ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მაქვს მარჯვენა თვალის გაორება მარჯვენა მხარეს დამჟუების შერძნება და თავბრუს ხვევა ეს დიდხანს გრძელდება კვირეები ვერ ვუკავშირებ რის გამო მეწყება ვიყავი ნერვოლოგთან თვალის ექიმთან და არაფერი არ არისო ტომიგრაფიაც გადავიღე ძალიან აუტანელი შეგრძნებაა ნერვებზე მოქმედებს ძალიან ნერვიული ვხდები ცხოვრების ხალისს მაკრგვინებს ღოგორც კი გა მივლის უკეთ ვხდები გთხოვთ რამე მირჩიეთ უამრავი დამამშვიდებლით თუ სისხლძარაღვების სამკურნალო წამლებით მიმკურნალეს მაგრამ უშედეგოდ 5წელია ესე ვიტანჯები.
მხედველობის დაქვეითება
კითხვა: თქვენთან თუ კეთდება მხედველობის დაქვეითების მკურნალობა და თვალის ოპერაცია და რა თანხა ჯდება, ვარ პენსიონერი 68 წლის წინასწარ გიხდით მადლობას,მყავს რაჭველი ცოლი.