ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – Philips Vereos Digital PET/CT მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც აღიარებული ოქროს სტანდარტია ონკო დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მართვაში!
Philips Vereos Digital PET/CT არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი. ამ აპარატის უპირატესობები გვაძლევს საშუალებას, დავაფიქსიროთ მილიმეტრული ზომის სიმსივნური წარმონაქმნები, რაც ექიმს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად წარმართვაში ეხმარება.
რა არის PET/CT (პეტ/კტ)?
ეს არის ბირთვული მედიცინის ჰიბრიდული კვლევის მეთოდი, რომელიც აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მათი მონაცემების შეჯამებით, ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მეტაბოლიზმი. ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, სიმსივნური უჯრედები, გამოირჩევა გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმით, მეტაბოლური ცვლილებები კი, ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს. სწორედ ამიტომ, კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება.
როგორ ტარდება კვლევა?
კვლევა წარმოებს რადიოაქტიური იზოტოპით (FDG - ფტორ18 ფლურო-დეოქსი-გლუკოზა).
პაციენტი ინტრავენურად, კათეტერის მეშვეობით იღებს ამ იზოტოპს, მისი დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ აქვს. ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით ფიქსირდება იზოტოპის განაწილება ორგანიზმში. რაც მთავარია, პაციენტი კვლევის პროცესში იღებს მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას. ინექციიდან გადაღებამდე აუცილებელია პაციენტის დაყოვნება ერთი საათი. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ციფრული PET/CT-ს უპირატესობები „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით
- აქვს ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგია. არეგისტრირებს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომელიც არსებობს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად;
- გამოსახულების მაღალი ხარისხი გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე;
- ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება;
- გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;
- მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ციფრული PET/CT ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის პერიოდის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;
- კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.
პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!
საერთაშორისო მხარდამჭერები
კლინიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). იგი 2019 წელს ეწვია საქართველოს და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარადგინა მოხსენება, სადაც თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის როლზე ისაუბრა.
ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტია შორენა ესიაშვილი. მან ბირთვულ მედიცინაში საქმიანობა 2004 წელს, ამერიკაში, ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაიწყო, სადაც ერთ-ერთი პირველი PET/CT ფუნქციონირებდა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?