მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხიში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის სპლენომეგალია;
- რა როლს ასრულებს ელენთა;
- სპლენომეგალიის დიაგნოსტირების მეთოდები.
ზოგადად, სპლენომეგალია, იგივე ელენთის გადიდება უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება კი, იშვიათია.
იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია.
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა.
დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ შემდეგს:
- სისხლის საერთო ანალიზი (ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის დასადგენად);
- ულტრაბგერითი ან კომპიუტერული ტომოგრაფია (განისაზღვრება ელენთის ზომა და სხვა ორგანოებისგან მისი დაშორება);
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (განისაზღვრება სისხლის ნაკადის მოძრაობა ელენთაში).
- ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევა და ბიოფსია;
- ელენთის ბიოფსია (თუმცა სისხლდენის მაღალი რისკის გამო ამ უკანასკნელს იშვიათად მიმართავენ).
ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სპლენომეგალიის დროს ანტიმიკრობული თერაპია ტარდება. თუ ელენთის გადიდებას სხვა სიმპტომები არ ახლავს თან და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ექიმი შემოგთავაზებთ დინამიკაზე დაკვირვებას.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება და ელენთის გადიდების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, თუმცა გაფრთხილებთ, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება .
აუცილებელია გაესინჯოთ ექიმ-ჰემატოლოგს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ელენთის გადიდება სისხლის დაავადებებს უკავშირდება .
გირჩევთ, მობრძანდეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც განთავსებულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი ჰემატოლოგიური დეპარტამენტი რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების თვალსაზრისით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!