სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე - ონკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ჩავიტარე გამოკვლევები და ყველა გამოკვლევა ასეთი დასკვნა დადო რომ მაქვს სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე ველოდები დაფინანსებას მაქვს საშინელი ტკივილი და სისხლდენა თუ შეიძლება მითხარით რომელი მედიკამენტი მივიღო ტკივილგამაყუჩებლად? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე;
  • სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები;
  • კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტირება;
  • სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა;
  • ქირურუგიის ეროვნული ცენტრის Tumor Board.

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებიდან და ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა–მეტასტაზირება. მის კლინიკურ სიმპტომატიკას განსაზღვრავს სიმსივნის ზრდის ფორმა, გავრცელების ხარისხი და ირგვლივმდებარე ქსოვილებთან ურთიერთობა, შესაბამისად, ადრეული ფორმის სიმსივნეები, ძირითად შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
თუმცა, მოგვიანებით ეტაპზე, დეფეკაციისას თავს იჩენს ისეთი ცვლილებები, როგორიცაა:

  • ფაღარათი;
  • ყაბზობა;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • სისხლიანი განავალი;
  • მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში;
  • მეტეორიზმი;
  • ნაწლავების ბოლომდე ვერ დაცლის შეგრძნება;
  • სისუსტე ან დაღლილობა;
  • წონაში უმიზეზოდ კლება.

მკურნალობის შემუშავების მიზანი, სწორი ნაწლავის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა, რომლის მისაღწევად უნდა განისაზღვროს დიაგნოსტიკური ალგორითმი, რომელიც მიმართული იქნება სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის როგორც მკურნალობის, ისე ადგილობრივი, რეგიონული და შორეული გავრცელების თავიდან ასარიდებლად.
დიაგნოსტირებისთვის ტარდება შემდეგი კვლევები:

koloreqtaluri_kibo

აღნიშნული კვლევებით ასევე შესაძლებელია:

  • რეგიონულ, შორეულ ლიმფურ კვანძებში და ორგანოებში მეტასტაზების დადგენა;
  • ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლა;
  • მეტასტაზების შემთხვევაში ტარგეტული მკურნალობის განსაზღვრა.

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა შესაძლოა იყოს ქირურგიული, სხივური, მედიკამენტური ან კომბინირებული. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა, სიმსივნის ჰისტოლოგიურ შენების და დაავადების სტადიის მიხედვით.

ქირურუგიის ეროვნული ცენტრის Tumor Board

ზოგადი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება ონკოკონსიულიუმის მიერ, სადაც რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებასა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში ერთობლივად მონაწილეობენ:

  • კლინიკური ონკოლოგი;
  • ქიმიოთერაპევტი;
  • ონკოქირურგი;
  • რადიოლოგი;
  • ექიმი-მორფოლოგი;
  • რადიოთერაპიის ექიმი-სპეციალისტი.

ასეთი კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება კი, ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
ჩვენი რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას:
ტკივილის გაყუჩების მიზნით შეგიძლიათ მიიღოთ ამ დანიშნულების მქონე მრავალი, სხვადასხვა პრეპარატი, თუმცა მათი ეფექტურობა და კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი ინდივიდუალურია.
ჩვენი აზრით, კარგი იქნებოდა, მობრძანდეთ ჩვენს ცენტრში და გაეცნოთ მის შესაძლებლობებს, ვინაიდან გეტყვით, რომ ჩვენი პაციენტები დაფინანსებას იღებენ სამ სამუშაო დღეში და წინასწარ დანიშნულებაც ეძლევათ მკურნალობის დაწყებამდე და მას შემდეგაც.
რა თქმა უნდა შეგვიძლია დავასახელოთ თქვენი სიმპტომებისათის შესაფერისი პრეპარატები ( დიცინონი, ტორადოლი ), მაგრამ დისტანციურად ვერ შეგირჩევთ დოზირებას და მიღების წესს.
თუ გადაწყვეთ ჩვენთან ვიზიტს, გვაცნობეთ წინასწარ და დაგიგეგმავთ სრულიად უფასო ვიზიტს რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბესიკ სოკურაშვილთან

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.ქოლცენტრში დარეკვისას, სასურველია, დააფიქსიროთ, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ „შეკითხვა ექიმმა“.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა