- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ნიგვზისა და თავის ტვინის საერთო ნიშნები
ერთხმად ვთანხმდებით, რომ ბუნებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება და ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ ნიგოზი არა მარტო ფორმით, გარეგანი აგებულებითაც კი, ადამიანის ტვინს წააგავს. თუ ტვინს თავის ქალა იცავს, ნიგვზის დამცავ გარსს ნაჭუჭი წარმოადგენს, ორივე შეიცავს ცხიმსა და ფოსფორს, რაც ადამიანის ორგანიზმს კვებავს. ასევე, ტვინის მსგავსად, მასაც გააჩნია ორი ჰემისფერო და ნაოჭები. იცოდით, რომ ხალხურ მედიცინაში რაქიტის წინააღმდეგ კაკლის ფოთლების, სიმსივნურ დაავადებებთან საბრძოლველად კი მისი უღლის ნახარშს იყენებდნენ?! სხვა მიზეზებზე, თუ, რატომ ითვლება ნიგოზი, თხილეულთა შორის, ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტად, ქვემოთ მოგახსენებთ.
კაკლის შემადგენლობა
ცნობილია, რომ ერთ ლებან ნიგოზში 65% ცხიმია. სწორედ ამის გამო, თხილეულ პროდუქტში ის ითვლება ყველაზე მაღალკალორიულ და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებების მატარებელ საკვებად. მისი ცხიმიანობის მიუხედავად, სრულებითაც არ ზრდის სიმსუქნის რისკს, რადგან მასში არსებული ომეგა 3 კვებავს ტვინს და არა ჩვენს სხეულს! გარდა ამისა, იგი მდიდარია სხვადასხვა მინერალებითა და ვიტამინებით, როგორიცაა:
- სპილენძი – კარგია გულის ჯანმრთელობისთვის. ხელს უწყობს ძვლის, ნერვებისა და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას;
- ვიტამინი B9 – სასარგებლოა ორსულთათვის. ორგანიზმში მისი ნაკლებობა ასოცირდება ინსულტისა და გულის პათოლოგიების მომატებულ რისკთან, ასევე, მშობიარობის ანომალიებთან;
- ვიტამინი B6 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. ასევე, მონაწილეობს ლიმფური კვანძებისა და ელენთის სიჯანსაღეში;
- ვიტამინი E – ხელს უწყობს მეხსიერების გაჯანსაღებას და აყოვნებს ალცჰაიმერის პროგრესირებას.
ერთი სიტყვით, ნიგოზი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ჯანსაღ ცხიმებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ გულის, დიაბეტი ტიპი 2–ის, ალცჰაიმერისა და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარება, როგორებიცაა:
- მკერდის;
- პროსტატიტის;
- მსხვილი ნაწლავის.
ნიგვზის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე
ზემოთხსენებული დადებითი თვისებების გარდა, გახსოვდეთ, ის რვა ყველაზე ალერგიულ პროდუქტს შორის ერთ–ერთია! თუმცა, თუ თხილეულის მიმართ ალერგიული არ ხართ, მისი რეგულარული მოხმარება თქვენი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ კარგის მომტანია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ კვლევაში 200–მდე ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მათ რვა კვირის განმავლობაში, ყოველდღე აჭმევდნენ ნიგოზს და შედეგად, მათ ორგანიზმში სასარგებლო პროცესები განვითარდა. მეცნიერებმა აღიარეს, რომ 50 გრამი ნიგოზი 50 გრამ თაფლთან ერთად:
- მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს;
- დაგიცავთ ათეროსკლეროზის, დიაბეტისა და ნერვული აშლილობისგან;
- მოგიხსნით კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემას;
- სასარგებლოა ანემიის დროს;
- ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას, არეგულირებს წნევას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ასევე, გახსოვდეთ, თუ დღის მანძილზე 3–5 კაკლის ლებანს მიირთმევთ, ორგანიზმს ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმარებით!
კაკალი ქართულ კულტურაში
დამეთანხმებით, თხილეული მცენარეები და განსაკუთრებით ნიგოზი ქართული კულტურის და სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. გოზინაყი, საცივი, ჩურჩხელა, ხარჩო და სხვა მრავალი კერძი თუ დესერტი ამის ნათელი მაგალითია. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ ომში წასული ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი მთავარი საგზალი ჩურჩხელა იყო. ნიგვზით სავსე ჩურჩხელა - გამოსაფხიზლებელი ტკბილეული და ნოყიერი საკვები მებრძოლთა კუჭისა თუ ტვინებისთვის!