ოფთალმოლოგიური მიმართულება 2023 წელს აღიჭურვა ულტრათანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით, რომელიც ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან.
- ამბულატორიაში თვალის ყველა სეგმენტის შრეობრივი გამოკვლევა ტარდება ყველაზე თანამედროვე და სწრაფი ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფით Optopol Revo nx 130 –ით. იგი ასრულებს ოთხი სხვადასხვა სადიაგნოსტიკო აპარატის ფუნქციას - ტომოგრაფის, ანგიოგრაფის, რქოვანის ტოპოგრაფი, IOL Master ( ოპტიკური ბიომეტრის );
- კომპიუტერული პერიმეტრი Zeiss Humphrey - კომპიუტერული პერიმეტრიის ოქროს სტანდარტი;
- საფუძველი ჩაეყარა გლაუკომის უახლეს ლაზერულ თერაპიას ახალი თაობის მულტიფუნქციური ლაზერული სისტემით - Zeiss visulas green;
- პირველად ჩვენს კლინიკაში თანამედროვე Yag ლაზერით დაინერგა მინისებური სხეულის შემღვრევების ლაზერული მკურნალობის მეთოდი;
- კატარაქტის ქირურგია ყველაზე თანამედროვე მიკროსკოპით Zeiss Lumera 700;
- ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში გამოიყენება Zeiss CT Lucia 621PY ლინზები, რომლის უპირატესობაა ასფერული ოპტიკა, ლურჯი სინათლის ფილტრი, მაღალი ბიოშეთავსება, ადაპტაციის ნაკლები დრო, მკაფიო და კარგი გამოსახულება;