გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
უშვილობა - ორსულობა
კითხვა: გამარჯობა, 3წელია რაც გათხოვილი ვარ და ორსულობა არ დგება 1წელი და 3 თვე გავიდა რაც ოპერაცია გავიკეთე საკვერცხეებზე კისტები მქონდა და მარცხენაზე მე4დი მომკვეთეს შემდეგ ჩავიტარე სტიმულაცია პრეგნილის ნევსით იგივე ჰორიოგონილიგონადოტროპინი დავისვენე ეხლა 3 თვიანი კურსი კიდევ ჩავიტარე გუშინ დამეწყო მენსტრუაცია სულ არეული მქონდა და ეს სამი თვეა 27 დღეზე მომდის ეხო გადამიგო ექიმმა და კიდე დამიბარა 23ში თან მითხრა 2თვე დავისვენოთო და თუ არაფერი კიდე ჩავიტაროთ სტიმულაცია იგივეო თუ კიდე არაფერი მერე ხელოვნურიო 21წლის ვარ და რას მირჩევთ ან რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით?
მიკროციტემია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაქვს ერთი კითხვა, სისხლის საერთო ანალიზი ჩავაბარე იტალიაში და მომთხოვეს სიღრმისეული ანალიზის გაკეთება. ჩემი ექიმი ფიქრობს, რომ მიკროციტემია მაქვს გენეტიკური დაავადება და რას ნიშნავს ეს რაიმე სერიოზულია? ზოგადად გემოგლობინი დაბალი მაქვს ანემია მაწუხებდა და ბოლო სამი თვეა ციკლის დროს წნევა მივარდება და გული მიმდის ვარ 27 წლის დიდი მადლობა.
კუჭის ეროზია, სალაპავი მილის თიაქარი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა! ვარ 52 წლის წლების განმავლობაში მაწუხებს კუჭ- ნაწლავი. კერძოდ მაქვს კუჭის ეროზია, საყლაპავი მილის თიაქარი. კუჭის მოქმედება:აშლილობა და შეკრულობა ენაცვლება ერთმანეთს, შეკრულობის დროს მიღიზიანდება ნაჭლავი და დეფეკაციის ბოლოს შეინიშნება სისხლი, აშლილობის დროს კი ლორწო. მაქვს სულ ნაწლავების დაუცლელობის შეგრძნება, განავლის ზომა შემცირებულია, დაწვრილებულია. მაქვს მარცხნივ ჭიპის ოდნავ ქვევით ყრუ ტკივილი და ხელით დაწოლისას ვპოულოვ ერთდაიგივე ადგილს სადაც დისკომფორტს განვიცდი. აღწერილი სიმპტომებით რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
საშოს სიმშრალე - გინეკოლოგია
კითხვა: მაინტერესებს საშოს სიმშრალეზე მკურნალობა როგორ არის შესაძლებელი რა ანალიზები და მედიკამენტებია საჭირო
ტრემორი - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობათ 15 წლის მოზარდს აქვს თავის (კანკალი) მოძრაობისას დახრისას როდესაც იჭიმება კისერი ვიყავით ნერვოპათოლოგთან დანიშნა ძვლის წამლები მაგრამ დაეწყო ყურში ტკაცუნი მთქნარებისას პირის გაღებისას ან ღეჭვისას არ აქვს ტკაცუნი არც ტკივილი მხოლოდ მთქნარებისას და ყელში ხრაშუნის შეგრძნება ყბის სახსრის პრობლემა შეიძლება იყოს? ან ამას შეუძლია (თავის კანკალი გამოიწვიოს?) ვისთან შეიძლება მივიყვანო სტომატოლოგთან თუ ოჯახის ექმითან?
პარაპროქტიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა რამოდენიმე დღეა დამეწყო ჭამის შემდეგ საჭმელი ამომდის ყელში ჭამის დროს არ მიჭირს გადაყლაპვა საჭმლის ამავდროულად მაქვს 7 თვის უკან გაკეთებული ოპერაცია პარაპროქტიტის რის მერეც მაქვს გაზების დაგროვება და შესაძლოა კავშირში იყოს ერთმანეთთან?