გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
შუილი ყურებში, კოხლეალური ნევრიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: მოგესალმებით.მადლობა,რომ მომეცა საშუალება მოგწეროთ.ვარ 42 წლის.ზუსტად 4 წელია ვიტანჯები თავში რაღაც ხმებით.აი სუულ.განუწყვეტლად.ზოგჯეე რამდენიმე ხმა ერთდროულად მესმის,განსაკუთრებით ღამით.სისინი,შიშინი,თითქოს ყურთან კოღო დაფრინავს,ან თითქოს შორიდან ქარის ხმა იამის.მითხრეს ძლიერი სტრესის გამო შუ აყურის ნერვი დაზიანდა და არაფერი ეშველება....უმდა მიეჩვიო როგორმეო.სამწუხაროდ ვერ ვეჩვევი.ზოგჯერ ძალიან ძლიერია ეს ხმები,თავის ტკივილიც ხშირად მაქვს.გაფანტულობაც.ანუ ისეთი რამეები მავიწყდება ,რაც წესით უნდა მახსოვდეს. მესმის ,რომ ნევროლოგიური პრობლემაა.მაგრამ იმედია სიმსივნის ნიშანი არაა.მადლობა, რომ წაიკითხეთ ჩემი წერილი. იქნებ მირჩიოთ ,როგორ მოვიქცე.მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის ❤
ქრონიკული გასტრიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა გასტროსკოპია გავიკეთე და დამიდგინეს ქრონიკული გასტრიტი, დამინიშნეს მედიკამენტები მარტის თვიდან ვსვავ წამლებს, მაგრამ კუჭის თავზე მაინც მაქვს ტკივილის ყრუ შეგრძნება მაინტერესებს რამდენი ხანი უნდა მქონდეს ეს ყრუ ტკივილი?
საკვერცხეების ანთება - გინეკოლოგია
კითხვა: გამოკვლევების (ეხო,პაპტესტი) დამიდგინდა მარცხენა საკვერცხის ანთება, ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ექიმთან ვიზიტს (პასუხი ელფოსტაზე მივიღე) თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი ანტიბიოტიკი მივიღო პრობლემის მოსაგვარებლად
მოციმციმე არითმია, საყლაპავის თიაქარი - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა. პერიოდულად მეწყება მოციმციმე არითმია, მხოლოდ კორდარონის გადასხმა მშველის სხვა არაფერი, ყოველდღე მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მუცლის ღრუდან გულმკერდისკენ რაღაც ძალიან მაწვება და სუნთქვა მიძნელდება, ხან შუადღიდან საღამომდე მაწვალებს თუმცა ჰაერის უკმარისობა არ მაქვს, ცოტახის წინ დამიდგინეს საყლაპავის თიაქარი, ეამლები ვსვი, მაგრამ უშედეგოდ. თუ შეიძლება მითხარით საყლაპავის თიაქარს თუ შეუძლია მოციმციმე არითმია გამოიწვიოს ან სუნთქვის გაძნელება. გმადლობთ წინასწარ.
კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა, თუ შეიძლება რომ მითხრათ, რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება. გვსურს ჩავიტაროთ მთლიანი სხეულის პროფილაქტიკური გამოკვლევა და რომელ მეთოდს მივმართოთ ექიმი წყვეტს? გმადლობთ.
ლიმფოდემა - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, დედა არის 48 წლის და დაუდგინეს ლიმფოდერმა. სამსახურში უწევს მჯდომარე მუშაობა(მკერავია). უსივდება ფეხები, ვენებზე არ აქვს არანაირი პრობლემა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ასევე აქვს ჭარბი წინაც და მაინტერესებს იკურნება თუ არა და რომელი პრეპარატია ყველაზე შედეგიანი?