გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
შუილი ყურებში - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა . ვარ 63 წლის მაქვს ყურში შუილი და ღამე არმძინავს ღრმად.არც თავის ტკივილი,არც თაბროსხვევა, არც მაღალი წნევა პირიქით 110-60 ზე.უმნიშვნელოდ არის კისერზე ძარღვები შევიწროვებულიო, ოსტეოქონდროზი მითხრეს.მაინტერესებს საშველი იქნება რამე? მასაჟები შეიძლება თუ არა? ან რომელ ექიმს მივმართო? ყურის ექიმმა არაფერიაო.ან საშველი არის რამე? მადლობა.
გამონაყარი დვრილზე - მამოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 12 კვირის ორსული, ძუძუს დვრილის თავზე გამომივიდა პატარა წყლულის ბუშტუკი, რომელიც ტანსაცმლის შეხებისას მეწვის, დავიწყე დღეს ბეპანტენით და იოდით დამუშავება, არისთუ არა საშიში ან როგორ ვიმკურნალო ?
ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: გამარჯობა... 1 თვეა ყელში მოხრჩობის შეგრძნება მაქვს... მგონია რომ სპაზმია მაგრამ როცა სკოლაში ვარ და ყურადღება სხვა რაღაცაზე მაქ გადატანილი მომეხსნება. როცა ავნერვიულდები ეგრევე თავს წამოყოფს ''ბურთივით'' რაღაც ყელში. როცა ვჭამ ხელს არ მიშლის უბრალოდ წყლის სმის დროს თითქოს რაღაც ტალღასავით მოდის ხორხიდან მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ისევ ვფიქრობ რომ ყელში ბურთი მაქვს.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პანიკური შეტევებიც მქონდა. უმიზეზოდ მომდის ცრემლები ხანდახან და თავს ვგლოვობ.. როცა ხალხში ვარ მავიწყდება მაგრამ თუ ჩავუღრმავდები ამაზე ფიქრს ისევ იგივე მემართება. შეპყრობილი ვარ უკვე ამაზე ფიქრით..
ფარისებრი ჯირკვლის კვლევა - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა ვაპირებ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზების გაკეთებას. (TSH ,FT4) და ასევე ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. მაინტერესებს მოსაწევის მოხმარების შემდეგ რამდენი ხანი უნდა გავიდეს რომ ანალიზი გაკეთდეს და რამდენად ახდენს გავლენას ანალიზის შედეგებზე. (გამიგია რომ 30 დღის განმავლობაში რჩება ორგანიზმში) რეგულარული მწეველი არ ვარ წელიწადში რამდენჯერმე მხოლოდ. გმადლობთ წინასწარ
თავის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა მეუღლეს სისტემატიურად აწუხებს თავის ტკივილები 44 წლისაა. ბოლო ოთხი დღეა წევს და მხედველობას უჩივის თან სვავს უზომოდ ციტრამონს და რაუნატინს არც გამაყუჩებელი შველის თავზე ექიმთან არ მიდის თანხის გამო
თითის დაბუჟება - ნევროლოგია
კითხვა: ძილის დროს მიბუჟდება მარჯვენა ფეხის თითები, განსაკუთრებით ცერა თითი. როცა ვდგები წუთიერი ტკივილი მაქვს იგივე მარჯვენა ფეხის თითების ქვემოდან. გთხოვთ მირჩიოთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და რით ვიმკურნალო. გმადლობთ წინასწარ.