შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


დისბაქტერიოზი, თავის ტკივილი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით გთხოვთ მიპასუხოთ,რამდენიმე თვის უკან დამეწყო კუჭნაწლავის პრობლემები კერძოდ ფაღარათი დიაგნოზი დიზბაქტერიოზი მითხრეს ვიმკურნალე რამდენჯერმე მაგრამ უშედეგოდ,1 თვეა დამეწყო თავის მსუბუქი ტკივილები საფეთქლების არეში და კუნთების ტკივილი,სისუსტე უმადობა გულის რევის შეგრძნება,კიდევ ჩხვლეტები მარცხენა მხარეს ნეკნების ბოლოს 1 წერტილში და გაბუჟების შეგრძნება მხარში გული გამოვიკვლიე არაფერი არ მაქვს.დამეწყო შიშები რომ რამე ცუდი მჭირს და მოვკვდები ძალიან დავიტანჯე ამ მდგომარეობით მირჩიეთ რა ვქნა სად წავიდე ვისთან მივიდე ან რისი ბრალი შეიძლებაიყოს ეს ყველაფერი დიზბაქტერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს?დიდი ხანია რაც ესე ვარ.

იხილეთ პასუხი

მეწაღისებური გულმკერდი (pectus excavatum) - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 20 წლის და მაქვს ჩაზნექილი გულმკერდი. მაინტერესებს, კეთდება თუ არა ოპერაცია ამ ასაკში რომელიც არატრავმული იქნება და ვის მივმართო კონსულტაციისათვის.

იხილეთ პასუხი

სპინალური სტენოზი - ნეიროქირურგია

კითხვა: სპინალური სტენოზი, გულმკერდის გასწვრივ მე12 მალასთან ნერვული დაბოლოებები არ არი დაზიანებული. არის თუ არა მიზეზი ფეხის თითებში ძალის დაკარგვის სიარულის დროს. და კიდევ რომელ ორგანოზე გამოიწვევს დროთა განმავლობაში დაზიანებას თუ პროგრესი განვითარდა.

იხილეთ პასუხი

დიაბეტი ტიპი 2 - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ვარ დიაბეტიანი ტიპი ორი მინდა დიეტა დავიცვა მაგრამ ძალიან მაწუხებს შიმშილის გრძნობა იმდენად მაწუხებს კუჭის წვა რომ იძულებული ვარ ბიჭო.მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე.ძალიან მაწუხებს ეს მდგომარეობა.და წონაშიც ვერ ვიკლებ . მადლობა.

იხილეთ პასუხი

ჩუტყვავილას შემდგომი ტონზილექტომია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: დეკემბრის დასაწყისში 12 წლის ბიჭმა გადაიტანა ჩუტყვავილა...შეიძლება თუ არა მისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება თებერვლის ბოლოს... რაიმე გართულება ხომ არ შეიძლება ამას მოყვეს. მადლობა წინასწარ..

იხილეთ პასუხი

თავის ტვინის ანევრიზმა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ. მეშინია ანევრიზმის ხშირად მტკივა თავი , გავიკეთე ენცეფალოგრამა და ასევე დ დიმერით ანალიზი და ასევე კოაგოლოგრამა , ყველაფერი ნორმა მაქვს მაინტერესებს დ - დიმერი ში თუ გამოჩდებოდა ცვლილება რომ მქონდეს ანევრიზმა?

იხილეთ პასუხი