გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ქრონიკული პროსტატიტი - უროლოგია
კითხვა: ჩემს მეუღლეს აქვს ქრონიკული პროსტატიტი,ჩატარებული აქვს პროსტატის კვლევა,შესაბამისი მკურნალობა,მაგრამ გაციების ფონზე ემართება ჯირკვლის ანთება,რასაც თან სდევს პროსტატის ზომებში მომატება,ხშირი შარდვა.რა შეიძლება მიიღოს თუნდაც საპროფილაქტიკოდ. პატივისცემით.
ბეიკერის თიაქარი - ანგიოლოგია
კითხვა: ვარ 51-წლის ულტრაბგერით გამოკვლევის შედეგად დამიდგინდამუხლქვეშა ფოსოში ბეიკერის თიაქარი ზომით40/14მმ ესაჭიროება თუ არა ოპერაცია და ვის უნდა მივმართო.წუნასწარ მადლობას გიხდით ვართ რაიონიდან წინასწარ თუ არის ჩაწერა აუცილებელი?
გულის შუილი ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: გამარჯობათ, მყავს 5 თვის პატარა, გულზე აქვს შუილი, გამოკვლევაზე გაგვგზავნა პედიატრმა თბილისში, იქნებ მირჩიოთ კარგი კლინიკა და ექოსკოპიის კარგი სპეციალისტი და კარდიოლოგი.
არარეგულარული ციკლი, გამონადენი - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა! ორი კვირაა, მენსტრუაცია გადამიცდა..3-ჯერ გავიკეთე ორსულობის ტესტი რამდენიმედღიანი ინტერვალით და პასუხი სამივეჯერ უარყოფითი იყო.. წინა თვეებში გადაცდენა, თითქმის, არ მქონდა, არც რამე განსაკუთრებული ჩივილები.. ბოლო რამდენიმე დღეა, მუცლის ქვედა ნაწილში პერიოდულად სუსტ ტკივილს ვგრძნობ.. ამავდროულად, მაქვს თეთრად შლა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უხვად მქონდა, ზოგჯერ სქელი კონსისტენციის იყო,ზოგჯერ კი წყლისებური.. განსაკუთრებული ფერი და სუნი არ ჰქონდა..ახლა თავისით შემიმცირდა. ვგრძნობდი ვაგინალურ წვას და მცირე ქავილს ზოგჯერ, მაგრამ ესეც,თითქმის, გამიქრა. არ ვყოფილვარ გაციებული და არც რამე განსაკუთრებული სტრესი არ განმიცდია. ვაპირებ თქვენს კლინიკაში გინეკოლოგთან ვიზიტს, მაგრამ იქნებ მანამდე მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა სახის გამოკვლევები მჭირდება. მადლობა წინასწარ.
კუდუსუნის ძვლის მოტეხილობა - ტრავმატოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 38 წლის, 2 წლის წინ სამარშუტო ტაქსიში ღვედზე დაცემის შედეგად მოვიტეხე კუდუსუნი, რასაც იმ მომენტისათვის მიუხედავად ძლიერი ტკივილისა ყურადღება არ მივაქციე, რადგან ვერ ვიფიქრე, რომ მოვიტეხავდი, თვეზე მეტი მტიკიოდა და გამიარა, 1 წლის შემდგომ დამეწყო ტკივილები, რის გამოც გადავიგე რენტგენი სადაც დამიდგინდა მოტეხილობა, დეფორმაცია, შიგნით ნაწლავისკენ, უფრო მარცხენა მხარეს არის შეტეხილი, პერიოდულად მაქვს ძლიერი ტკივილი მარცხენა მხარეს, გადასცემს დუნდულოზე და ფეხზე ისე რომ სიარულს ვერ ვახერხებ მომენტალურად, მერე გადის ტკივილი თავისით (დენის დარტყმასავით ტკივილი აქვს, ძლიერი საკმაოდ) გადასცემს წელზეც ხანდახან, ტკივილი თავისით ჩარევის გარეშე იხსნება და ვაგრძელებ სიარულს, გთხოვთ მიპასუხოთ რა შედეგამდე შეიძლება მიმიყვანოს აღნიშნულმა ტრავმამ ან მკურნალობის რა მეთოდებს და რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო.
ორტოფენი - რევმატოლოგია
კითხვა: გამარჯობათ.ძალიან მაწუხებს სახსრები ისე რომ ლამის ინვალიდი ვარ.მასწავლეს ორტოფენი რომელსაც 2 2 ვსვავ დღეში 3 ჯერ.შვება ნამდვილად მაქ .მაინტერესებს თუ შეიძლება ასე დალევა.კუჭი მაწუხებს ცოტა და შეიძლება წამლის ბრალი იყოს?