შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


საშვილოსნოს მილების გამტარობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლ;ება მითხარით მილების ოპერაციას ვაპირებ რომ გავიკეთო ნახევრად გამტარი მაქვს. შედეგი რამდენი პროცენტიაშემდგომში. ან ძნელია როგორ კეთდება ეგ ოპერაცია

იხილეთ პასუხი

ონკომარკერები - სკრინინგი

კითხვა: მოგესალმებით, გავიკეთე სისხლის ანალიზი ca 125, ca 15.3, ca 19.9 და cea, პასუხები დამაკმაყოფილებელია. მკერდზე გამოკვლევისას აღმომაჩნდა 18მმ მოცულობის მასა. შეიძლება დავეყრდნო სისხლის ანალიზს თუ შესაძლებელია აღმომაჩნდეს სისმსივნე?

იხილეთ პასუხი

ედს, კოქსართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა..დედას აქვს ედსი მაღალი 60..ჰემატოლოგთან ვიზიტის შემდეგ გავიკეთეთ მუცლის ღრუს გამოკვლევა ,გასტრისკოპია,ბრტყელი ძვლების რედგენი ,ისეთი არაფერი არ გამოვლინდა ..დაუდგინეს კოქსართროზი მენჯ ბარძაყის მეოთხე სტადია..შეიძლება თუ არა ამის გამო იყოს ედსი მაღალი.მადლობა

იხილეთ პასუხი

ბუშტუკოვანი გამონაყარი კიდურებზე - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 15 წლის ვარ. მაქვს ფეხებზე და ხელის თითებზე პატარა ბუშტუკები და ასევე მაწუხებს ქავილი, ბუშტუკები გამჭვირვალე სითხით არის სავსე და გასკდომის შემდეგ კანზე თითქოს პატარა ნაპრალები ჩნდება , სტატიები გადავიკითხე და ეწერა რომ ეს ალერგია იყო. რამოდენიმე კვირაა მაწუხებს განსაკუთრებით ღამე ძილის დ როს და ასევე აბაზანის შემდეგაც. ალერგიული ვარ, მაქვს ალერგია ზოგიერთ შამპუნზე და საპონზე ასევე სარეცხ ფხვნილზე. კანი ცოტათი გამომშრალი მაქვს და მინდა დამატენიანებელი გამოვიყენო მაგრამ არვიცი უფრო თუ გამიუარესდებაზ შეგიძლიათ მითხრათ რომელი მალამო ან რომელი ტაბლეტები უნდა გამოვიყენო ამ ალერგიის სამკურნალოდ. მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

მკერდის გამაგრება - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, სანამ ექიმთან მივალ გთხოვთ მიპასუხოთ, რამოდენიმე დღის წინ შევამჩნიე მარცხენა მკერდის ზედა მხარეს გამაგრება, არ არის მრგვალი (რამდენადაც მე გავსინჯე) იღლიის დაბლლა მკერდის გადაკვეთაზე ხაზივით მოყვება სიმაგრე დაახლოებით 1 სანტიმეტრის იქნება, ზეწოლით ოდნავ მოძრაობს. რა შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით? რამოდენიმე თვის წინ მქონდა ვირუსული ინფექცია რომელიც შესაძლოა სისხლში ახლაც მქონდეს, მაგრამ არ ვიცი რას დავაბრალო, თითქოს მარცხენა მკერდი ოდნავ დიდია მარჯვენაზე. ველოდები ციკლის დასრულებას ექიმთან კონსულტაციაზე მისასვლელად და იქნებ მანამდე დამაკვალიანოთ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს სიტუაცია. თვითგასინჯვით სხვა ვერანაირი სიმაგრე ვერ აღმოვაჩინე.

იხილეთ პასუხი

იშემიური ინსულტი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, 45 წლის ასაკში დაგვემართა იშემიური ინსულტი, დღეს უკვე არის მე-13 დღე, ქუთაისის კლინიკაში წევს, თავიდან ცოტა ქონდა არეული აზროვნება თანდათანობით გამოდის მდგომარეობიდან, ხელ-ფეხი (მარცხნივ) გათიშული აქვს, მასაჟები უკეთდება, მე-13 დღეა და კლინიკიდან წერენ, ეს თუ შესაძლებელია. მინდა გკითხოთ 45 წლის ახალგაზრდაა თუ აქვს უფრო მეტი შანსი რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ხელ-ფეხი აღუდგეს ?

იხილეთ პასუხი