ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგიური სამსახური ზრუნავს მხედველობის ორგანოს დაავადებათა პროფილაქტიკაზე, მათ დროულ, დიფერენციულ დიაგნოსტირებასა და სრულფასოვან მკურნალობაზე.

მხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში, 60 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტები მიიღებენ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას ყველა საჭირო მანიპულაციით (სათვალის შერჩევის გარდა).

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

  • გლაუკომა – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია თვალშიდა წნევის მატებით;
  • კატარაქტა – თვალის ბროლის დეგენერაციული პროცესი;
  • დიაბეტური რეტინოპათია – ქრონიკული, პოგრესირებადი, პოტენციურად მხედველობის დაკარგვის გამომწვევი დაავადება;
  • მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია – როდესაც ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები კი, ირიბი ეჩვენება.

აქცია მოიცავს შემდეგ ოფთალმოლოგიურ კვლევებს:

  1. ოფთალმოსკოპია – თვალის ფსკერის დათვალიერება;
  2. ბიომიკროსკოპია – ნაპრალოვანი სანათის დიაგნოსტირება;
  3. ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;
  4. ტონომეტრია – თვალშიგა წნევის გაზომვა.

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ გამოხატული გაქვთ ისეთი ტიპის ჩივილები, როგორიცაა:

  • თვალის ტკივილი;
  • მხედველობის დაბინდვა ან სრულად დაკარგვა;
  • ფერადი მხედველობის დაქვეითება;
  • მხედველობის არეში შავი წერტილები ან ნათებები;
  • წარბებისა და ქუთუთოების შეშუპება;
  • მხედველობის გაუარესება ღამით;
  • მგრძნობელობის მომატება სინათლეზე;
  • გაორებული ხედვა ცალ თვალში;
  • სხვა ტიპის უჩვეულო სიმპტომები.

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად