ნერვული დაბოლოებების კომპრესია, სენსორულ-მოტორული დისფუნქცია და ეფექტური მკურნალობის ნევროლოგიური შემთხვევა
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის სპინალური სტენოზი;
- დაავადების სიმპტომები;
- სტენოზის კლინიკური შემთხვევა;
- ნევროლოგიური დეფიციტის მკურნალობა.
სპინალური სტენოზი
ეს არის ხერხემლის არხის შევიწროება, რომელიც ზურგის ტვინზე ან პერიფერიულ ნერვებზე ზეწოლას იწვევს.
აღსანიშნავია ის, რომ დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტს შესაძლოა ჩივილები საერთოდ არ ჰქონდეს, შორსწასულ შემთხვევაში კი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, რის გამოც ნევროლოგთან დროული ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
პათოლოგია შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი. მისი განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ოსტეოართრიტი;
- ოსტეოქონდროზი;
- სპონდილოზი;
- პეჯეტის დაავადება;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება).
სპინალური სტენოზის სიმპტომები
პათოლოგიის დროს კლინიკურად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- ტკივილი დაზიანებული ნერვის საპროექციო არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს (საჯდომი ნერვის, ბარძაყის ნერვის და ა.შ.);
- სისუსტე კიდურში;
- დაქვეითებული რეფლექსები დაზიანებული ნერვის ფესვის ინერვაციის არეში (ჰიპორეფლექსია);
- შარდის ბუშტის, ნაწლავებისა და სასქესო ორგანოების დისფუნქცია;
- კუნთოვანი ტონუსის შეცვლა.
პათოლოგია, ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში გვხვდება.
სწორედ ამ პათოლოგიის ერთ-ერთ შემთხვევას გაგვაცნობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე.
კლინიკური შემთხვევ
51 წლის პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით: სისუსტე და დაბუჟება მარცხენა ხელში, მოტორული დისფუნქცია მარცხენა ქვემო კიდურში, სიარულის გაძნელება, წელისა და კისრის ტკივილი. მისი თქმით, ჩივილები დაეწყო 1 წლის წინ, თავდაპირველად დაუბუჟდა მარცხენა ზედა კიდური, მოგვიანებით, რამდენიმე თვეში კი, თანდათანობით აღენიშნებოდა ძალის დაქვეითება ფეხში. დაუქვეითდა შრომისუნარიანობა, უჭირდა გადაადგილება. ასევე, პერიოდულად გამოიხატებოდა წელის მიდამოს ტკივილი.ზემოთ აღნიშნული ჩივილების გამო მიმართა ნევროლოგ თეა შუბლაძეს.
ანამნეზური მონაცემების შეკრებისა და ნევროლოგიური სტატუსის შეფასების შემდეგ პაციენტს „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ ჩაუტარდა ხერხემლის მთლიანი სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამ მეთოდს ენიჭება უპირატესობა, რადგანაც ამ კვლევის დროს არ გამოიყენება მაიონიზირებელი რადიაცია და იგი უზრუნველყოფს რბილი ქსოვილების, ზურგის ტვინისა და სპინალური არხის უკეთეს ვიზუალიზებას.
ჩატარებული MRI კვლევის შედეგად გამოვლინდა სპონდილოზი. C3, C4, C5 დისკის ცირკულარული პროტრუზია (4 მმ-მდე), ნევრალური არხების ორმხრივი სტენოზი C2 დისკის დონეზე, ინტრამედიალურად მიელოპათია; L1, L2, L3, L4, L5 დისკების ცირკულური პროტრუზია ნევრალური არხების ბილატერალური სტენოზით. ასევე, შერეული, კომბინირებული სპინალური სტენოზი L4 დისკის დონეზე.
დაძლეული ნევროლოგიური დეფიციტი
პაციენტს დაენიშნა სათანადო კონსერვატიული მკურნალობა, რის შედეგადაც მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მკურნალობიდან თვენახევარში პაციენტმა განმეორებით გაიარა ნევროლოგის კონსულტაცია, რომლის დროსაც სპინალური სტენოზის ნიშნები აღარ ფიქსირდებოდა.
ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სრულად აღდგა ძალა ქვემო კიდურებში, ალაგდა დაბუჟება და ტკივილი ხერხემლის არეში. რაც მთავარია, სიარულის დროს აღარ გამოიხატება ფეხის სისუსტე.
წარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა ცხადყოფს, რომ პაციენტის დროული დიაგნოსტირება და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ სწორად დანიშნული მკურნალობა, მძიმე დაავადების შემთხვევაშიც კი, წარმატების საწინდარია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
თავის ტკივილი
კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით 6 წელია თავის ტკივილებით ვიტანჯები თითქმის ყოველ დღე ხან დღეში ორჯერ მიწევს გამაყუჩებლის(მიგრალგინის) დალევა.გავიკეთე თავის ტომოგრაფია მითხრეს სისხლძარღვების შევიწროება(შაკიკი) მაწუხებს ხერხემალი გავიკეთე ტომოგრაფია მითხრეს დისკის დაცურება ხერხემალზე არა მაგრამ მთე ლი 6 წლის განმავლობაში დავდივარ ექიმებთან ვსვავ წამლებს მაგრამ შედეგი არაფერი საერთოდ ეხლა მითხრეს რიმ გავიკეთო კისრის ტომოგრაფია რადგან კისრის არეშიც მაქვს ტკივილი და წვა. ვეღარ ვიგებ ვისთან მივიდა რა მკურნალობა ჩავიტარო რომ ცოტა მაინც მქონდეს შედეგი ყოველ დღე გამაყუჩებელზე ვარ იქნებ მირჩიოთ რამე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა წინასწარ დიდი მადლობა
თვალისა და თავის ტკივილი
კითხვა: თავი მტკივა მარცხნივ საფეთქელთან და ტკივილი გადამდის თვალის არეში.კიბო ხომ არ მაქვს და თუ იცის ასეთი ტკივილი კიბომ. ხანდახან მარჯვნივაც მტკივა ესე
დაღლილობა, ნევრასთენია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 56 წლის. გაზაფხულზე ვიყავი ავად, მქონდა ფილტვების ანთების დასაწყისი. ადგილობრივმა ექიმებმა დამიდგინიეს ქრონიკული ბრონხიტი. ვიმკურნალე საავადმყოფოშიც ვიწექი 6 დღე. გამოსვლის შემდეგაც მთელი ზაფხულია ვმკურნალობ, მაქვს გარკვეულ დღეებში მუხლებში მოთენთვა და მაბარბაცებს. ადგლობრივმა ნერვოპათოლოგმა დამინინა ნერვული დაძაბულობის საწინააღმდეგო პრეპარატები: ნოვარესტი და ა.შ. ასევე გავესინჯე ფსიქოთერაპეტსაც რომელმაც დამისვა დიაგნოზი ნერვოზის მსუბუქი ფორმის - ასთენიის. დამინიშნა მკურნალობა მედიკამენტებით: ციტოფლავინი, სერიქსი და ნოვარესტი. თითქმის 1 თვე გავიდა რაც ვსვამ ამ წამლებს მაგრამ ეს ფეხებში სისუსტე და მოთენთილობა, ბარბაცი ვერ მოვიშორე. დილით ადგომისას კარგად ვარ, მხნედ. ვვარჯიობ მსუბუქად 15 წუთი. მაგრამ შუადღის 2 საათის შემდეგ ისევ ვითენთები და ენრგია თითქოს აღარ მაქვს, ხასიათიც მეკარგება, ყველაფრის ხალისიც. ეს გრძელდება დაახლოებით 5 - 6 საათამდე, რის შემდეგადაც ვარ შედარებით უკეთესად. ასევე ვსვამ ომეგა 3-ს... გთხოვთ მომცეთ პასუხი თუ რა არის ეს და რისი ბრალია? როგორ მოვიქცე?
თავის ტვინის ატროფია
კითხვა: რა იწვებს თავის ტვინის ატროფიას? რა სახის მედიკამენტები გამოიყენება? იკურნება თუ არა? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ჰიდროცეფალია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია ჰიდროცეფალია 19წლის გოგოსთვის და საკმარისია თუ არა მედიკამენტებით და ნემსებით მკურნალობა
თავის ტკივილი, ჰემიკრანია
კითხვა: გამარჯობა! 11 წლიდან მაწუხებს თავის ტკივილები, მკურნალობდნენ განუწყვეტლივ, მაგრამ -უშედეგოდ,როცა გავიზარდე მე თვითონ გავაგრძელე მკურნალობა, ვიყავი მოსკოვშიიც, ნეიროქირურგიის ინსტიტუტში,მაგრამ ისევ უსშედეგოდ, ასეთ წვალებაში გავიდა 42 წელი, საქართველოში დამისვეს შაკიკის დიაგნოზი ...,ერთ-ერთმა ცნობილმა ნევროლიგმა სხვა უამრავ წამალთა შორის დამინიშნა ამიტრიპტილინი, 0,25 -იანი,ერთხელ დღეში ,რასაც ვიღებ უკვე 6-7 წელია, თუმცა ამასაც უშედეგოდ,იძულებული გავხდი ორჯერ ბლოკადა გამეკეთებინა, ცოტათი შვება ვიგრძენი, მაგრამ ანიტრიპტპლინს მაინც მიგრძელებენ.... გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება ამდენ ხანს ერთი პრეპარატის მიღება, არ გამოიწვევს იგი სხვა გართულებებს, პრობლემებს? ხომ არ დადგება დრო,როცა ექიმი მკითხავს-რამე წამალს ხომ არ იღებდით ხანგრძლივათ?-----წინასწარ გიხდით მადლობას...