ცხელ ამინდში ხშირია არითმიის გამოვლინება, რაც შემოდგომის ცივი ამინდის დადგომისთანავე კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს! ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პროფილაქტიკურ, კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად!
არითმია გულის ნორმალური რითმის დარღვევაა, ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ეს არის კარდიოლოგიურ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ხასიათდება გულისცემის არარეგულარული რიტმით. არსებობს არითმიის სხვადასხვა სახეობა – მათ შორის არის როგორც პირობითად ნაკლებ საშიში, ისე სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო არითმიები.
არითმიის სიმპტომებია:
- გულისცემის გაძლიერება – ტაქიკარდია;
- გულისცემის შენელება – ბრადიკარდია;
- ზოგადი სახის დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- ქოშინი;
- თავბრუსხვევა;
- გონების კარგვის ეპიზოდები.
არითმიის გამომწვევი ზოგადი მიზეზებია:
- გულის იშემიური დაავადება და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
- ზოგიერთი სახეობის გულის მანკი;
- გულის ინფექციური დაზიანება;
- გულის უკმარისობა;
- ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
- დარღვეული ელექტროლიტური ბალანსი.
არითმია სიკვდილიანობის ერთ-ერთი პირველი მიზეზია, ამიტომ არითმიების გამოვლენა და ეფექტური მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აქციის ფარგლებში ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური 181 ლარის ნაცვლად – 85 ლარად (ჰოლტერის მონიტორირების გარეშე), ხოლო 115 ლარად (ჰოლტერის მონიტორირების თანხლებით) გთავაზობთ:
- კარდიოლოგის კონსულტაციას;
- ელექტროკარდიოგრაფიას;
- კარდიო-ექოსკოპიას;
- საერთო ქოლესტერინის განსაზღვრას;
- საჭიროების შემთხვევაში – ჰოლტერ-მონიტორინგი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ისეთი უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატით, როგორიცაა „TOSHIBA Aplio 400“.
აპარატის უპირატესობა მაღალი ხარისხის გამოსახულებაა. „Aplio 400“ უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს და პარასკევს!
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
თავის ტკივილი, არითმია
კითხვა: გამარჯობა ბოლო რამდენიმე თვეა დილით მეღვიძება თავის ტკივილით და გულის აჩქარებით. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული . მადლობთ
ტკივილი გულმკერდის არეში
კითხვა: მოგესალმებით, მკერდის არეში ხშირად მაქვს ტკივილები და მსუბუქ ფორმაში ჰაერის უკმარისობა, ოდნავი დატვირთვისას ტკივილი ძლიერდება და თუ არ შევჩრდები, უფრო უმატებს, თითქოს მკერდის ძვალი მქონდეს ჩამტვრეული ისეთი ტკივილებია. ვის მივმართო ამის შესახებ? გულია თუ ბრონქების პრობლემაა. მადლობა.
ყურებში ხმაური – ტინიტუსი
კითხვა: გამარჯობა.ყურში ხმაურის გამო დანიშნული მაქვს ბეტასერკი და ტებოკან ფორტე ერთი თვით.ერთი თვე გავიდა უკვე მაგრამ წამლები შევაჩერე თუ არა მაშინვე დამეწყო ისევ ხმაური.რამდენი ხანი შეიძლება ამ წამლების დალევა შეიძლება გავაგრძელო.რაც ამ წამლებს ვსვამ წნევებიც აღარ მაქვს.არადა ისე სულ მაღალ წნევებს ვატარებ.
გულის მანკი
კითხვა: მოგესალმებით.მაწუხებს გული. დიაგნოზი მანკი ,ანევრიზმა ,იშემია და სტენოკარდია. წნევის წამლების გარდა არაფერს არ ვიღებ,მაგალითად გულის მკვებავი ,ან არც ვიცი როგორ გითხრათ,სისუსტე მაქვს,ადვილად ვიღლები .რატომღაც არ თვლიან საჭიროდ და არ მაქვს გამოწერილი ,რა შეიძლება მივიღო
ფიბრინოგენი, ქოლესტერინი
კითხვა: გამარჯობა, ფიბრინოგენის კონცეტრაცია მქონდა მაღალი 7 თვეა ვსვავ ანგიოფლუქსს ეხლა რომ ავიღე ანალიზი უკვე ნორმაშია, მაინტერესებს შევწყვიტო? ან რამდენ ხანში გადავამოწმო? და კიდევ მაინტერესებს , ხოლესტერინიც მქონდა მაღალი ეხლა უკვე ნორმაშია , ვსვავდი ათეროქსს შეწყვეტა შეილება? მითხრეს მტელი ცხოვრე ბა უნდა სვაო. მადლობა
სუნთქვის უკმარისობა
კითხვა: ვარ 42 წლის.მაქვს ჯანმრთელობის მრავლობითი პრობლემა მაგრამ ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობის შესახებ გკითხავთ; ფილტვები ჯანმრთელი მაქვს ბრონქებიც და ჟანგბადიც რამდენჯერმე გავიზომე და ნორმალურიაო მაგრამ მაინც რატომ არ მყოფნის ჰაერი სუნთქვის დროს? ოდნავ ჩქარა თუ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ან თუ ოდნავაც კი გავნერვიულდი შეტევა მეწყება ვერ ვსუნთქავ. თვითნებურად ვიღებ ამ დროს სიმბიკორტის ფხვნილს და მიხსნის სუნთქვას რამდენიმე წამში.რასთან გვაქვს საქმე რა იწვევს სუნთქვის უკმარისობას? გმადლობთ.