იშვიათი პათოლოგიის წარმატებული მკურნალობის კლინიკური მაგალითი
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის იმუნოგლობულინი;
- იმუნოგლობულინური ფუნქცია;
- რა იწვევს მის დეფიციტს;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექსკლუზიური შესაძლებლობები;
- იშვიათი პათოლოგიის მართვა.
იმუნოგლობულინი ანტისხეულია, რომელსაც ადამიანის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს, ანტისხეული კი, ცილაა რომელიც პლაზმური უჯრედების მიერ სხვადასხვა ანტიგენის საპასუხოდ გამოიყოფა. მისი მთავარი ფუნქციაა ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება, იგი ერთადერთია, რომელიც პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფში, და მართალია, პასიურად, მაგრამ უზრუნველყოფს მის იმუნიტეტს.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თათული გუბელაძე.
- რა არის იმუნოგლობულინი?
- ეს არის ცილების ჯგუფი სისხლის პლაზმაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ. იმუნოგლობულინები ძირითადად მონაწილეობენ მეორად იმუნურ პასუხში.
- რა ფუნქცია აქვს იმუნოგლობულინს ადამიანის ორგანიზმში?
- ანტისხეულები აქტიური უბნებით უკავშირდებიან ბაქტერიებს ან ვირუსებს და ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას, ან ანეიტრალებენ მათ მიერ გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებს. სისხლში მათი არსებობა კი, გამომწვევის საწინააღმდეგოდ, ორგანიზმის ანტიგენთან ურთიერთქმედებაზე მეტყველებს.
- რა შეიძლება გამოიწვიოს იმუნოგლობულინურმა დეფიციტმა?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, Ig ანტისხეულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეორეხარისხოვან იმუნურ პასუხში, შესაბამისად, ორგანიზმში მისი დეფიციტი იწვევს რიგი დაავადებების პროგრესირებას, მათ შორისაა ისეთიც, რომელიც შესაძლოა, სავალალო შედეგებით დასრულდეს.
– რას გვეტყვით ჩვენს კლინიკაში მომხდარ იშვიათ შემთხვევაზე?
– პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, სხვა კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობის გაუარესების გამო მან მიმართა თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას. თურქეთში ჩატარებული ელექტრონეირომიოგრაფიის მიხედვით, ქერქული პასუხის ინტენსივობა ორივე წვივში სომატოსენსორულად აღმოცენებული პოტენციალის (კანის ტაქტილური, ანუ შეგრძნებითი რეცეპტორები, რომელთაც აქვს დამცველობითი ფუნქცია და ტვინს აწვდის ინფორმაციას გამღიზიანებლის, ანუ ტკივილის გამომწვევის შესახებ) მიმართ ნორმალური იყო, მათი ამპლიტუდა კი – დაბალი.
კლინიკაში შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მწვავე. იგი უჩიოდა სისუსტეს ორივე ქვემო კიდურსა და ტერფებში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოსვლისას ქვემო კიდურებში დიდი წვივის ნერვისა და, განსაკუთრებით, მცირე წვივის ნერვის ბილატერალური მოტორული პასუხი ვერ იქნა დადასტურებული, დისტალურ კუნთებში ფიქსირდებოდა ტოტალური დენერვაცია (ნერვის სრული უფუნქციობა).
ამასთან, ხანგრძლივი მოტორული პოტენციალები აღინიშნებოდა ნაწილობრივი დენერვაციის მქონე კუნთებში, ხოლო გავრცელებული დენერვაციული პოტენციალები შეინიშნებოდა ყველა კუნთში.
– როგორ მიმდინარეობდა იმუნოგლობულინური დეფიციტის მართვა?
– ვლინდებოდა ძალის დეფიციტი ქვემო კიდურებში, დაქვეითებული იყო მუხლის მყეს-ძვალთა რეფლექსები. შედეგად, პროტოკოლის თანახმად, პაციენტს დაეწყო ადამიანის იმუნოგლობულინის (ოქტაგამი) ინტრავენური ინფუზია.
პარალელურად, მიმდინარეობდა კრეატინინის და ელექტროლიტების მონიტორინგი და კორექცია.
ჩვენს კლინიკაში 5-დღიანი ინტენსიური მკურნალობის ფონზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოიმატა მოძრაობის და მგრძნობელობის ამპლიტუდამ, რომელიც მანამდე მკვეთრად დაქვეითებული იყო.
ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ნორმის ფარგლებში სტაბილიზირების შემდეგ, სათანადო რეკომენდაციებით, ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე პაციენტი გაეწერა ბინაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში დაავადებაზე გამარჯვებას საფუძვლად უდევს თანამედროვე მედიცინის მიღწევების სწორად, დროულად და ეფექტურად გამოყენება მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ მედიცინისა და მეცნიერების თანამედროვე შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
თავის ტკივილი
კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით 6 წელია თავის ტკივილებით ვიტანჯები თითქმის ყოველ დღე ხან დღეში ორჯერ მიწევს გამაყუჩებლის(მიგრალგინის) დალევა.გავიკეთე თავის ტომოგრაფია მითხრეს სისხლძარღვების შევიწროება(შაკიკი) მაწუხებს ხერხემალი გავიკეთე ტომოგრაფია მითხრეს დისკის დაცურება ხერხემალზე არა მაგრამ მთე ლი 6 წლის განმავლობაში დავდივარ ექიმებთან ვსვავ წამლებს მაგრამ შედეგი არაფერი საერთოდ ეხლა მითხრეს რიმ გავიკეთო კისრის ტომოგრაფია რადგან კისრის არეშიც მაქვს ტკივილი და წვა. ვეღარ ვიგებ ვისთან მივიდა რა მკურნალობა ჩავიტარო რომ ცოტა მაინც მქონდეს შედეგი ყოველ დღე გამაყუჩებელზე ვარ იქნებ მირჩიოთ რამე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა წინასწარ დიდი მადლობა
თვალისა და თავის ტკივილი
კითხვა: თავი მტკივა მარცხნივ საფეთქელთან და ტკივილი გადამდის თვალის არეში.კიბო ხომ არ მაქვს და თუ იცის ასეთი ტკივილი კიბომ. ხანდახან მარჯვნივაც მტკივა ესე
დაღლილობა, ნევრასთენია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 56 წლის. გაზაფხულზე ვიყავი ავად, მქონდა ფილტვების ანთების დასაწყისი. ადგილობრივმა ექიმებმა დამიდგინიეს ქრონიკული ბრონხიტი. ვიმკურნალე საავადმყოფოშიც ვიწექი 6 დღე. გამოსვლის შემდეგაც მთელი ზაფხულია ვმკურნალობ, მაქვს გარკვეულ დღეებში მუხლებში მოთენთვა და მაბარბაცებს. ადგლობრივმა ნერვოპათოლოგმა დამინინა ნერვული დაძაბულობის საწინააღმდეგო პრეპარატები: ნოვარესტი და ა.შ. ასევე გავესინჯე ფსიქოთერაპეტსაც რომელმაც დამისვა დიაგნოზი ნერვოზის მსუბუქი ფორმის - ასთენიის. დამინიშნა მკურნალობა მედიკამენტებით: ციტოფლავინი, სერიქსი და ნოვარესტი. თითქმის 1 თვე გავიდა რაც ვსვამ ამ წამლებს მაგრამ ეს ფეხებში სისუსტე და მოთენთილობა, ბარბაცი ვერ მოვიშორე. დილით ადგომისას კარგად ვარ, მხნედ. ვვარჯიობ მსუბუქად 15 წუთი. მაგრამ შუადღის 2 საათის შემდეგ ისევ ვითენთები და ენრგია თითქოს აღარ მაქვს, ხასიათიც მეკარგება, ყველაფრის ხალისიც. ეს გრძელდება დაახლოებით 5 - 6 საათამდე, რის შემდეგადაც ვარ შედარებით უკეთესად. ასევე ვსვამ ომეგა 3-ს... გთხოვთ მომცეთ პასუხი თუ რა არის ეს და რისი ბრალია? როგორ მოვიქცე?
თავის ტვინის ატროფია
კითხვა: რა იწვებს თავის ტვინის ატროფიას? რა სახის მედიკამენტები გამოიყენება? იკურნება თუ არა? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ჰიდროცეფალია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია ჰიდროცეფალია 19წლის გოგოსთვის და საკმარისია თუ არა მედიკამენტებით და ნემსებით მკურნალობა
თავის ტკივილი, ჰემიკრანია
კითხვა: გამარჯობა! 11 წლიდან მაწუხებს თავის ტკივილები, მკურნალობდნენ განუწყვეტლივ, მაგრამ -უშედეგოდ,როცა გავიზარდე მე თვითონ გავაგრძელე მკურნალობა, ვიყავი მოსკოვშიიც, ნეიროქირურგიის ინსტიტუტში,მაგრამ ისევ უსშედეგოდ, ასეთ წვალებაში გავიდა 42 წელი, საქართველოში დამისვეს შაკიკის დიაგნოზი ...,ერთ-ერთმა ცნობილმა ნევროლიგმა სხვა უამრავ წამალთა შორის დამინიშნა ამიტრიპტილინი, 0,25 -იანი,ერთხელ დღეში ,რასაც ვიღებ უკვე 6-7 წელია, თუმცა ამასაც უშედეგოდ,იძულებული გავხდი ორჯერ ბლოკადა გამეკეთებინა, ცოტათი შვება ვიგრძენი, მაგრამ ანიტრიპტპლინს მაინც მიგრძელებენ.... გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება ამდენ ხანს ერთი პრეპარატის მიღება, არ გამოიწვევს იგი სხვა გართულებებს, პრობლემებს? ხომ არ დადგება დრო,როცა ექიმი მკითხავს-რამე წამალს ხომ არ იღებდით ხანგრძლივათ?-----წინასწარ გიხდით მადლობას...