პროსტატის კიბოს სკრინინგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
მსოფლიო მასშტაბით პროსტატის კიბოს სტატისტიკა მზარდია და გვიჩვენებს, რომ შუახნის მამაკაცებისთვის (40-50 წლის ასაკიდან) მისი სკრინინგი აუცილებელია! მაგალითად, 2018 წელს, მსოფლიო მამაკაცებიდან მილიონზე მეტს (1,276,106) პროსტატის კიბო დაუდგინდა. ამავე წელს დაფიქსირებული შემთხვევებიდან კი, 358,989 ლეტალური შედეგით დასრულდა.
დღეს არსებული მდგომარეობით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სამწუხაროდ, ყოველი რვა მამაკაციდან ერთს აუცილებლად დაემართება პროსტატის კიბო. სიმპტომების გამოვლენის საშუალო ასაკი კი, 65 წელია. 2020 წლის მაჩვენებლის მიხედვით, პროსტატის კიბო მესამე ადგილს იკავებს, ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემდეგ. მსოფლიოში დაფიქსირებული ონკოშემთხვევებიდან, პროსტატის კიბო 1,414,259 (7.3%)-ში დადგინდა. ამ პაციენტებიდან 375,304 მამაკაცი დაიღუპა.
დღეისათვის, მედიცინაში არსებობს სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაავადების დროული დიაგნოსტირება მისი სწორი მართვის და დამარცხების საწინდარია . ჩვენ კი ,იმავდროულად გვსურს, რომ ზემოთხსენებული მზარდი სტატისტიკა შევცვალოთ და ამისათვის საჭიროა, ყველა შუახნის მამაკაცმა ჩაიტაროს პროსტატის კიბოს სკრინინგი! ამ მიმართულებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი 50-70 წლის მამაკაცებს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას უფასოდ სთავაზობს!
კვლევისწინა რეკომენდაციების გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ ბმული - რეკომენდაციები. კვლევის შედეგად ნორმიდან გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, დროული ჩარევითა და სწორად წარმართული მკურნალობით, დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა გარანტირებულია.
თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კიბოს დროული სკრინინგი, ჰიპოკრატეს სიტყვებს დავიმოწმებთ: „აღმოაჩინე წარსული, დაუსვი დიაგნოზი აწმყოს და იწინასწარმეტყველე მომავალი!“
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?