თავის ტვინის ინფარქტის პრევენცია თანამედროვე ტექნოლოგიით
ცნობები ინსულტის შესახებ
სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაღუპული ყოველი 100 ადამიანის შემთხვევაში 70-ის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებები, ინსულტი და ინფარქტია. საყურადღებოა, რომ ამ 70 გარდაცვლილიდან, ნახევარზე მეტი, საშუალო ასაკისაა. ესეიგი, შეიძლება ითქვას, ყველაზე პროდუქტიულ ასაკში იღუპებიან ადამიანები ისეთი მიზეზით, რომლის სწორი მართვის შემთხვევაში, პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა!
საქართველოში ინსულტიანი პაციენტების მართვის სტანდარტი ევროპულ დონემდე აწევას მოითხოვს! ამ პროცესში კი, რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული ქირურგიის ეროვნული ცენტრი და წარმატებით მართავს ინსულტის ცენტრში მყოფ უამრავ პაციენტს. ცენტრის შექმნის დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი გადაურჩა დაღუპვას ან ღრმა ინვალიდობას. ამის მიღწევა კი, მოხერხდა პროფესიული კადრების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სამედიცინო ტექნიკის დახმარებით, რომელთა შორისაა უახლესი იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფი (Shimadzu Trinias B12 MIX package) და კომპანია OMRON-ის თანამედროვე აპარატურა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინსულტის თავდაპირველი სამკურნალო ეტაპების გავლის შემდეგ (თრომბოლიზისი, თრომბექტომია, ან მათი კომბინაცია), დგება ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებების (მეორეული პრევენცია) ეტაპი, რომელშიც სწორედ „ომრონის“ აპარატურა მონაწილეობს და მათ პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
OMRON-ის ღირსებები
ინსულტის ცენტრში გამოიყენება ომრონის არტერიული წნევის საზომი აპარატები, რომელთაც შეუძლია:
- ცალ–ცალკე გამოყოს და დაიმახსოვროს დილისა და ღამის გაზომვების მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ე.წ. დილის ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ინსულტის განვითარების რისკს 76%-ით ზრდის;
- ორ პერსონაზე გათვლილი მეხსიერების საშუალებით დააფიქსიროს გაზომვის მონაცემები;
- მანჟეტის კონუსისებური ფორმის მეშვეობით უზრუნველყოს გაზომვის სიზუსტე;
- ბოლო 10 წუთში გაზომვებიდან საშუალო წნევის გამოთვლა;
ომრონის წნევის აპარატებს გააჩნია:
- მანჟეტის სწორი ფიქსაციის ინდიკატორი;
- ჭკვიანი მანჟეტი (360 გრადუსიანი მგრძნობელობის სენსორი);
- AFib ტექნოლოგია – მოციმციმე არითმიის აღმომჩენი დეტექტორით.
აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონური კომპანია ყველა კატეგორიის მომხმარებელზე ზრუნავს, რის გამოც, აწარმოებს არტერიული წნევი აპარატების სხვადასხვა მოდელებს:
OMRON IC-10
დილის და ღამის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი 2 პერსონაზე, ავტომატური სამჯერადი გაზომვის ფუნქცია, მოხერხებული დიზაინი (აპარატის კორპუსში მოთავსებული მანჟეტი);
OMRON M6 Comfort
AFib ტექნოლოგია (მოციმციმე არითმიის დეტექტორი), ავტომატური სამჯერადი გაზომვის ფუნქცია, დილის და ღამის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი 2 პერსონაზე;
OMRON M7-IT;
სამჯერადი გაზომვის ფუნქცია, აპლიკაცია Omron Connect–ის საშუალებით მონაცემების ჩამოტვირთვა/შენახვა/გაგზავნა, AFib ტექნოლოგია (მოციმციმე არითმიის დეტექტორი), დილის და ღამის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი 2 პერსონაზე;
OMRON RS4;
მაჯის სწორი ფიქსაციის ინდიკატორი–პიქტოგრამა,დილის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი;
OMRON RS8;
მაჯის სწორი ფიქსაციის ინდიკატორი–ნათურა,დილის და ღამის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი;
OMRON RS7-IT
მაჯის სწორი ფიქსაციის ინდიკატორი–ნათურა,დილის და ღამის გაზომვების მეხსიერება/ანალიზი 2 პერსონაზე, აპლიკაცია Omron Connect–ის საშუალებით მონაცემების ჩამოტვირთვა/ შენახვა/გაგზავნა.
აღნიშნულ აპარატებს შორის სხვაობა მხოლოდ დამატებით ფუნქციებშია, სიზუსტის ალგორითმი კი, ყველას ერთი აქვს!
ჰიპერტონიის (მაღალი წნევის) მატარებელ თითოეულ პაციენტს შეუძლია ჰქონდეს OMRON-ის პირადი წნევის საზომი, რომლითაც თავს დაიზღვევს ინსულტის განვითარებისგან. „ომრონი“ მსოფლიო სამედიცინო სივრცეში აღიარებული სანდო ბრენდია. მისი მრავალრიცხოვანი სამეცნიერო გუნდი მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლის საშუალებითაც უამრავი ვერაგი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი. ჩვენი კლინიკის სახელითა და პირადი გამოცდილებით, სრულ რეკომენდაციას ვუწევთ იაპონური მწარმოებლის ტექნიკას. ეს კომპანია ბოლო 19 წელიწადია მსოფლიო მწარმოებლების რეიტინგის სათავეში დგას და ამით ყველაფერი ნათქვამია!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი
ინსულტის ცენტრში პათოლოგიის მართვისა და მკურნალობის მიზნით დანერგილია:
- მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფის გამოყენებით);
- თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ასევე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფის გამოყენებით);
- ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
- განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორეული პრევენცია);
- ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია;
- ჰემორაგიული ფორმის ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა და სხვა.
არტერიული წნევის მართვის პრინციპები მოსახლეობისათვის
სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კარგად იცის ისეთი სამედიცინო მანიპულაციები, როგორიცაა წნევისა თუ ტემპერატურის გაზომვა. არადა, არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა, სწორედ რომ მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მონაცემებია და მოითხოვს გარკვეული ჩვევების დაუფლებას, რათა მოხდეს მათი სწორი გაზომვა და მონიტორინგი.
„ჯგუფი ომრონი საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ხშირად, ექიმები პაციენტებს არ არიგებენ, თუ რატომ, როგორ, როდის და რით უნდა გაიზომონ არტერიული წნევა.
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ახლობლისგან, რომ დილით დაღლილი იღვიძებს. ამის მიზეზია სწორედ ჰიპერტენზია, როდესაც მიუხედავად ძილისა, სისხლძარღვის კედელი დაჭიმულია და ვერ ისვენებს. დროთა განმავლობაში, ეს სისხლძარღვის კედელი თხელდება და ერთ დღესაც სკდება, რის შედეგადაც დგება ინსულტი.
ზოგჯერ შეხვდებით კურიოზულ ამბავსაც, როცა პაციენტები იტყვიან ხოლმე, თითქოს 180 წნევაზე თავს კარგად გრძნობენ! არადა, ასეთი წნევით, „ომრონის„ სამშობლოში-იაპონიაში გამორიცხულია პაციენტი კლინიკიდან გამოწერონ, რადგან კარგად იციან, მაღალი არტერიული წნევა აზიანებს სისხლძარვის კედელს. მას შეუძლია შეავიწროვოს, ან ჩაკეტოს არტერიები, რაც 87%–ში იწვევს ინსულტს. ინსულტის შემთხვევების 13%–ში კი, მიზეზი სისხლძარღვის კედლის დაზიანებაა.
ჩვენს ქვეყანაში არსებულმა კატასტროფულმა სტატისტიკამ გვიბიძგა, მოგვეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრისა და „ომრონის“ წნევის აპარატების შესახებ. ამ იაპონურ-ქართული საერთაშორისო პარტნიორობის უმთავრესი მიზანი ინსულტის დროული პრევენციის კულტურის დანერგვაა!
ინსულტის პრევენციის მიზნით ცნობადობის ამაღლება კი, ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის გარანტია გახდება.
თუ ხართ ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) მატარებელი, ახალგაღვიძებულზე გრძნობთ დაღლილობას, დღე-ღამის მონაკვეთში გრძნობთ წნევის მკვეთრ ცვალებადობას, აუცილებლად გამოიყენეთ „ომრონის“ წნევის გასაზომი ხელსაწყოები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დროულად აღმოაჩინოთ ინსულტის განვითარების რისკი, ხოლო უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი, პირდაპირ მიმართოთ ინსულტის ცენტრს, სადაც თქვენი გადარჩენა შეუძლიათ!
გახსოვდეთ, ინსულტის ნიშნების დროული ამოცნობა და სწორად შერჩეულ კლინიკაში დროულად მიმართვა, წარმატების გარანტიაა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და OMRON Healthcare Japan გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
ხერხემლის გამრუდება
კითხვა: გამარჯობა, სულ ცოტა ხნის წინ დეიდაჩემს, დაუდგინეს გულმკერდის ძვლისა და ხერხემლის გამრიდება და რომელი პროფილის ექიმთან გვირჩევთ ვიზიტს? ნეიროქირურგთან თუ ორთოპედთან?
ჰიდროცეფალია, სკოლიოზი
კითხვა: გამარჯობათ!21 წლის გოგოს აქვს იოლი ფორმის ჰიდროცეფალია.რა წამალი შეიძლება მიიღოს რეგულარულად ან დღეგამოშვებით?აქვს მეორე ხარისხის სკოლიოზი.რა ტიპის მასაჟებია შესაძლებელი და თუა მიზანშეწონილი მანულო თერაპია ამ ორი დაავადების დროს?
ხერხემლის პრობლემა
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ხერხემლის პრობლემა მეხუთე მალაზე მაქვს წანაზარდი მარჯვენა ფეხზე სისუსტე ორი თვეა რაც მუხლი მაწუხებს ერთი კვირაა რაც ტკივილი გაუარესდა და შესშუპება დაიწყო მირჩიეთ რამე.
ოსტეოართროზი
კითხვა: გამარჯობათ! მყავს 82 წლის დედა რომელსაც ძალია აწუხებს წელი ურო სწორად წელის ცოტა ზევის გადაცემითი ტკივილები აქვს, ისეთი საშინელი რომ ხან ვერ ინძრევა ლოგინში ისე ტკივა, დავაწვინე სავადმყოფოში შევიყვანე წელის ტკივილით და დააწვინეს კარდიოლოგიურში, აღმოVნდა რომ სხვა რაგაცეების პრომლემაც აქვს, წელისთვის უკეთებენ გამაყუჩებლებსმ არ შეიძლება სხვა განყოფილებაში გადაი ყვანონ, უმკურნალონ ჯერ წელს და შემდეგ ახალ აღმოჩენილ პრობლემებს? ვეღარ უძლებს ამ ტკივილს, რა შეიძლება იწვევდეს ამ ტკივილს მესამე კვირაა შაშინელი ტკივილები აქვს მანამდეც ტკიოდა ცოტათი რაც პერიოდულად უვლიდა, ეხლა საშინელი ტკივილები აქვს, აღმოაჩნდა ეხლა ანემია და ფილტვზე პატარა შეგუბებაო ექიმმა, მადლობა, ომედია ეხლა წაიკითხება
კისრის ოსტეოქონდროზი
კითხვა: გამარჯობა.მაქვს კისრის მალთა შუა თიაქარი მჭირდება ოპერაცია.ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში.მაიში მინდა გავიკეთო და მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რამდენხანში შევძლებ მუშაობას?
ზურგის ტვინის დაზიანება
კითხვა: გამარჯობათ. მაქვს მეცხრემალა დაზიანებული გავიკეთე ოპერაცია . 6 თვის წინ მაქვს ნერვი დაზიანებული წყვეტა არმაქვს. ვგზნობ დარტყმას ფეხებზე ვგზნობ ტკივილებ ორივე ფეხზე მაქვს და თავისით მოზრაობს ფეხები რაშეზლება რო გავაკეთო რო ტვინმა დროზე აგითქვას წინასწარ მადლობთ