რადიოთერაპიის დეპარტამენტი

სხივური ამაჩქარებლების შესახებ

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია  კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატით ETHOS.

რას სთავაზობს პაციენტებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.

 
 

რადიოთერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა ტარდება სხვადასხვა სიმსივნური ლოკალიზაციის შესაბამისად:


• ცენტრალური ნერვული სისტემა
• თავისა და კისრის არე
• ფილტვები და გულმკერდის ორგანოები
• ძუძუს კიბო
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები
• გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებები
• უროლოგიური სიმსივნეები (პროსტატა, შარდის ბუშტი და სხვ.)
• ლიმფომები და სხვა ჰემატოლოგიური სიმსივნეები
• კანის კიბო
• ძვლის და რბილი ქსოვილების სიმსივნეები
• თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზები


მაღალი სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის: IMRT (Intensity-Modulated Radiation Therapy), VMAT (Volumetric Modulated Arc Therapy), IGRT (Image-Guided Radiation Therapy), SGRT (Surface-Guided Radiation Therapy), DIBH (Deep inspiration breath hold), SRS HyperArc (Stereotactic Radiosurgery), SBRT (Stereotactic Body Radiation Therapy), რადიოქირურგია, ბრაქითერაპია და ადაპტაციური რადიოთერაპია.

 

რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობა

უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე, ამ სფეროში წარმატებული ქართველი ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობით. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი.

მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ექიმები

სიახლეები